„ნაპოლიმ” სეზონი ცუდად დაიწყო. ჩემპიონატის დაწყებიდან 14 ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონი ოთხეულშიც კი არ არის, რაც საყოველთაო აზრით სუსტი დაცვის ბრალია. გუნდმა ძალიან ბევრი გოლი გაუშვა: 17 მარტო სერია A-ში, რაც იტალიის უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის მეათე მაჩვენებელია. გაშვებული გოლებში ადანაშაულებენ მეკარე ალექს მერეტსაც, რომელმაც გასულ სეზონში ბევრჯერ იხსნა „აძურის” კარი, მიმდინარეში კი ისე ვეღარ ყოჩაღობს.
ზოგადად მეკარის ბედი ასეთია: ოდნავი შეცდომა და თავს კრიტიკის ტალღა ატყდება, მაგრამ მერეტისა გულშემატკივარს ბოლომდე არასდროს სჯეროდა. ეს უნდობლიბა გასულ სეზონში გუნდის წარმატებული თამაშის გამო თვალში საცემი არ იყო, მომდინარე სეზონში „სპალისა” და „უდინეზეს” კარის ყოფილი მცველი ხალხის მუდმივ უკმაყოფილებას გრძნობს. როგორც calciomercato წერს, მერეტი ამ უკმაყოფილებას განიცდის და სიმშვიდე აშკარად დაკარგა. მადრიდში, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, რამდენიმე ეპიზოდში მან ჩინებულად ითამაშა, მაგრამ ნიკო პასის გოლის ეპიზოდში „ყლაპა”. იგივე მოხდა ოთხი დღის შემდეგ „ინტერთან” თამაშის დროს, მარკუს ტურამის გოლის ეპიზოდში.
დღეს, ნეაპოლელი გულშემატკივარი მერეტის წინააღმდეგ უკვე ხმამაღლა ლაპარაკობს. ტიფოზების გარკვეული ნაწილი კარში პიერლუიჯი გოლინის დაყენებას ითხოვს. გოლინი „ატალანტას” საკუთრებაა, მაგრამ ბერგამოელებს 2018 წლის შემდეგ იჯარის წესით ხან „ტოტენჰემ ჰოთსპურში”, ხან „ფიორენტინასა” და ხანაც „ნაპოლიში” ჰყავთ გაშვებული. ის კარში ჩასადგომად მუდამ მზად არის, მაგრამ ვალტერ მაცარი არ მალავს, რომ უპირატესობას მაინც მერეტს ანიჭებს და ამიტომ calciomercato-ს აზრით 8 დეკემბერს ტურინში, „იუვენტუსთან” „პარტენოპეელთა” კარში სწორედ ის იდგება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
