„გაძეტა დელო სპორტის’’ ონლაინ ვერსიის კოორდინატორმა პასკუალე სალვიონემ 1 Station Radio-ს გადაცემა 1 Football Club-ის ეთერში „ნაპოლისთან’’ დაკავშირებული რამდენიმე საკითხი გაარჩია. მან ყურადღება შეაჩერა „ინტერთან’’ მომავალ შეხვედრასა და ხვიჩა კვარაცხელიასა და ალექს მერეტის ჯერაც გაურკვეველ საკონტრაქტო საკითხებზე. „დღევანდელ შეზვედრაში „ინტერი’’ ფავორიტია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი მოედნის უპირატესობა აქვს, ― თქვა სალვიონემ, ― მოტივაციის თვალსაზრისით...
ჭდე: ალექს მერეტი
ერთ კითხვაზე ორი პასუხი
„მილანთან’’ სტუმრად 2:0 გამარჯვების შემდეგ DAZN-ის მიკროფონების წინაშე „ნაპოლის’’ ორი ფეხბურთელი წარდგა: ხვიჩა კვარაცხელია და მეკარე ალექს მერეტი. მათ ერთი და იგივე კითხვა დაუსვეს, რომელიც სკუდეტოს მოპოვებას ეხებოდა. პორტალი Spazionapoli ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ „აძურის’’ მოთამაშეებმა ამ კითხვას სხვადასხვანაირი პასუხები გასცეს. დავიწყოთ იმით, რომ „მილანის” დამარცხების შემდეგ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თქვა, რომ უჯობს მოკრძალებული...
მერეტი მერე დაბრუნდება
„ნაპოლის” ბანაკში ცუდი ამბებია. შაბათს ტურინში „იუვენტუსთან” შეხვედრის 36-ე წუთზე სტუმართა მეკარე ალექს მერეტმა კუნთის ტკივილის გამო მოედანი დატოვა და მის ნაცვლად ძელებს შორის 23 წლის დებიუტანტი ელია კაპრილე ჩადგა. შეხვედრის ბოლოსკენ მერეტის ტრავმას უკვე ეტყობოდა, რომ სახუმარო არ იყო, გუშინ კი „პინეტა გრანდე ჰოსპიტალში” ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ კლუბმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია: „ალექს მერეტს...
მერეტის ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა ვიდრე ეგონათ
„ნაპოლის” მეკარე ალექს მერეტი „მონცასთან” შეხვედრაში დაშავდა და მატჩის მსვლელობისას შესაცვლელი გახდა — მის ნაცვლად კარში დედით უკრაინელი ნიკიტა ბარანოვსკი-კონტინი ჩადგა. საერთოდ „აძურის” მეორე მეკარე პიერლუიჯი გოლინია, მაგრამ ამ დღეს ისიც დაშავებული იყო. მერეტმა, რომელიც ნეაპოლიდან შორს, უდინეშია დაბადებულ-გაზრდილი გუშინ სამედიცინო შემოწმება გაიარა და აღმოჩნდა, რომ უფრო სერიოზულად არის დაშავებული ვიდრე ეგონათ. მის მკურნალობას საკმაო...
კრიტიკა მერეტსაც მისწვდა
„ნაპოლიმ” სეზონი ცუდად დაიწყო. ჩემპიონატის დაწყებიდან 14 ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონი ოთხეულშიც კი არ არის, რაც საყოველთაო აზრით სუსტი დაცვის ბრალია. გუნდმა ძალიან ბევრი გოლი გაუშვა: 17 მარტო სერია A-ში, რაც იტალიის უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის მეათე მაჩვენებელია. გაშვებული გოლებში ადანაშაულებენ მეკარე ალექს მერეტსაც, რომელმაც გასულ სეზონში ბევრჯერ იხსნა „აძურის” კარი, მიმდინარეში კი ისე ვეღარ...
მაცარი ძველი ნაცნობები და გრიპიანი ოსიმენი
„ნაპოლიში” ვალტერ მაცარის მეორე პერიოდი ოფიციალურად დაიწყო. იტალიელმა მწვრთნელმა პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან შეთანხმებას მიაღწია და 14 ნოემბერს ნეაპოლში ჩაფრინდა, 15 ნოემბერს კი დე ლაურენტისის თანხლებით კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ცენტრში მივიდა. როგორც ნეაპოლური მედია წერს, გარსიას ხელში სულ ბაზაზე ყოფნას დაჩვეული პრეზიდენტი იქაურობას ჯერჯერობით კვლავ ვერ ელევა. მაცარის კი კასტელ ვოლტურნოში დიდი წარდგენა არ სჭირდებოდა,...
დივანზე ჯდომა და ნამცხვრის ჭამა ადვილია
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა „ნაპოლისა” და „რეალს” შორის (2:3) სხვადასხვა ეპიზოდის გარდა მადრიდელთა მესამე გოლითაც იყო საინტერესო. ფედე ვალვერდეს დარტყმული ბურთი ოდნავ შეცვლილი ტრაექტორიით ჯერ ხარიხას, შემდეგ კი ნეაპოლელთა მეკარის ალექს მერეტის ზურგს მოხვდა და კარში შევიდა. ამ გოლზე ლაპარაკი იტალიაში ჯერაც არ შეუწყვეტიათ. ესპანური პორტალი El Chiringuito TV წერს, რომ 25...
ორსი: თუ ოსიმენი დარჩება, ნაპოლი ფავორიტი იქნება
ფერნანდო, იგივე ნანდო ორსი ყოფილი მეკარეა, რომელიც 20 წლის განმავლობაში იცავდა „სიენას”, „პარმას”, „ლაციოს” (ორჯერ, სხვადასხვა დროს) და „არეცოს” კარს. მან Radio Marte-ს მისცა ინტერვიუ, სადაც „ნაპოლის” შესახებ ილაპარაკა. კითხვაზე, რას ფიქრობს იტალიის ჩემპიონთა ახალი მწვრთნელის რუდი გარსიას შესახებ, ორსიმ უპასუხა: „დარწმუნებული ვარ, რომ მან იგრძნო — გასახდელში მთლად კარგად არ არის საქმე. სატრანსფერო ვითარება ფერებს კიდევ...
ნაპოლის კიდევ ერთი საფიქრალი
„ნაპოლის” მომავალი სეზონისთვის ცნობილ საკითხთა გარდა მეკარეების ამბავიც ექნება მოსაგვარებელი. მის განკარგულებაში ორი კარგი გოლკიპერია, ალექს მერეტი და პიერ ლუიჯი გოლინი. როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა კლუბთან? საჩემპიონო სეზონის დასრულების შემდეგ ორივემ თქვა, რომ ბედნიერია, რადგან სკუდეტო მოიგეს და „აძურის” რიგებში საუცხოო გამოცდილება შეიძინეს. ნეაპოლში მოპოვებული ჩემპიონობა თავისი უნიკალურობით შესაძლოა მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქალაქში მოპოვებულ ტიტულს...
ხვიჩას სიხარულის ცრემლი გასახდელში
ეს შთამბეჭდავი კადრები „ნაპოლის” გასახდელიდან თავად კლუბმა გააზიარა. იტალიის სამგზის ჩემპიონი ზეიმობს. ემოცია ჯებირს ანგრევს. ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც, როგორც „ილ მატინო” წერს, ვიქტორ ოსიმენთან ერთად „პარტენოპეელები” ტრიუმფამდე მიიყვანა, სიხარულის ცრემლს ვერ იკავებს და მას თანაგუნდელი ალექს მერეტი აწყნარებს. სკუდეტო 33 წლის შემდეგ კვლავ „ნაპოლისაა”.









