„გაძეტა დელო სპორტის’’ ონლაინ ვერსიის კოორდინატორმა პასკუალე სალვიონემ 1 Station Radio-ს გადაცემა 1 Football Club-ის ეთერში „ნაპოლისთან’’ დაკავშირებული რამდენიმე საკითხი გაარჩია. მან ყურადღება შეაჩერა „ინტერთან’’ მომავალ შეხვედრასა და ხვიჩა კვარაცხელიასა და ალექს მერეტის ჯერაც გაურკვეველ საკონტრაქტო საკითხებზე.
„დღევანდელ შეზვედრაში „ინტერი’’ ფავორიტია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი მოედნის უპირატესობა აქვს, ― თქვა სალვიონემ, ― მოტივაციის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, „ნაპოლი’’ „სან სიროზე’’ გამარჯვებას მოწყურებული ჩავა. ჩემი ვარაუდით ამ შეხვედრაში „ინტერის’’ გამარჯვების შანსი 51%-ია’’.
შემდეგ ჟურნალისტმა ნეაპოლელთა თამაში შეაფასა: „დაცვით ფაზაში „ნაპოლი’’ შარშანდელ სეზონთან შედარებით წარმოუდგენლად გაძლიერდა. ანტონიო კონტემ გუნდისთვის სოლიდურობის შესამატებლად დიდი სამუშაო გასწია. ახლა ის შეტევის ფაზის სრულყოფაზე გადაერთო. ვფიქრობ, „ნაპოლის’’ შეტევა ერთგვაროვანი ვერ იქნება და გუნდმა ყოველი კონკრეტული მოწინააღმდეგის სათამაშო სტილიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს’’.
კვარაცხელიასა და მერეტის საკონტრაქტო სიტუაციებზე კი ჟურნალისტმა ასე თქვა: „მოლაპარაკებები გახსნილია. „ნაპოლი’’ სიგნალს ელოდება. კვარას სურვილი ნათელია. მას „ნაპოლიში’’ უნდა თამაში. ოსიმენთან დაკავშირებით ასე ნამდვილად არ იყო. ასე რომ ქართველთან მხოლოდ ეკონომიკური საკითხია მოსაგვარებელი, თუმცა თუ საერთო ენა ვერ მოიძებნება, მაშინ მისი წასვლის ალბათობა გაიზრდება.
მერეტის შესახებ კი უფრო ოპტიმისტურად შემიძლია ვილაპარაკო. ვფიქრობ, ის ნაკრებში თამაშსაც შეძლებს’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
