ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა „ნაპოლისა” და „რეალს” შორის (2:3) სხვადასხვა ეპიზოდის გარდა მადრიდელთა მესამე გოლითაც იყო საინტერესო. ფედე ვალვერდეს დარტყმული ბურთი ოდნავ შეცვლილი ტრაექტორიით ჯერ ხარიხას, შემდეგ კი ნეაპოლელთა მეკარის ალექს მერეტის ზურგს მოხვდა და კარში შევიდა. ამ გოლზე ლაპარაკი იტალიაში ჯერაც არ შეუწყვეტიათ. ესპანური პორტალი El Chiringuito TV წერს, რომ 25 წლის ურუგვაელის დარტყმას ანალიზი ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ ბურთის მაქსიმალური სისწრაფე იყო 95,94 კილომეტრი საათში. და მაინც „ნაპოლის” უდინელ მეკარეს გოლის გაშვებისთვის აკრიტიკებენ.
რადიო „პუნტო ნუოვომ” ეპიზოდის შეფასება მეკარეთა ყოფილ მწვრთნელს, „ნაპოლიში” ნამუშევარ 61 წლის ლუჩანო ტარალოს სთხოვა. ტარალომ უპასუხა:
„მერეტს უცოდინარი ხალხი აკრიტიკებს. ვალვერდეს დარტყმის მოგერიებას რთული რეაქცია სჭირდებოდა. ასე, სახლში, დივანზე ჯდომისა და პასტიერას ჭამის დროს ყველანი ძლიერები ვართ. რეაქციის თვალსაზრისით მერეტი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. იქნებ ვინმეს ონანა ერჩივნა, რომელიც 50 მილიონი ღირდა და რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედმა” უკვე მიუთითა კარისკენ. ან იქნებ ვინმეს კეპა სჭირდებოდა, რომელმაც „ნაპოლისთან” შეხვედრა გაწბილებულმა დატოვა. ნახავთ, როდესაც მერეტი „ნაპოლიდან” წავა, ყველას გული დაგვწყდება”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/07/2026 | 08:27არსენალს ვინისიუსი მონდომებია
მთავარი ამბავი27/07/2026 | 07:13რატომ თქვა პსჟ-მ დიომანდეს ყიდვაზე უარი?
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
