ფერნანდო, იგივე ნანდო ორსი ყოფილი მეკარეა, რომელიც 20 წლის განმავლობაში იცავდა „სიენას”, „პარმას”, „ლაციოს” (ორჯერ, სხვადასხვა დროს) და „არეცოს” კარს. მან Radio Marte-ს მისცა ინტერვიუ, სადაც „ნაპოლის” შესახებ ილაპარაკა. კითხვაზე, რას ფიქრობს იტალიის ჩემპიონთა ახალი მწვრთნელის რუდი გარსიას შესახებ, ორსიმ უპასუხა:
„დარწმუნებული ვარ, რომ მან იგრძნო — გასახდელში მთლად კარგად არ არის საქმე. სატრანსფერო ვითარება ფერებს კიდევ უფრო ამუქებს: გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელბსაც კონტრაქტის ვადის გასვლამდე ერთი წელიწადიღა დარჩათ და ამიტომ ახალ კუბებს ეძებენ. მათ გარდა არიან ისეთებიც, რომელთაც სარფიან წინადადებეს სთავაზობენ და შეიძლება გუნდი დატოვონ. ერთი შეხედვით რჩება შთაბეჭდილება, რომ სპალეტი წავიდა და „ნაპოლი” ის „ნაპოლი” აღარ არის. გარსია, რასაკვირველია თავის შტრიხებს შეიტნს, თან შეეცდება გუნდის თამაშის ხარისხი ხელუხლებელი დატოვოს”.
შემდეგ ორსიმ დასძინა: „ორი აზრი არ არის, რომ ალექს მერეტი და პიერლუიჯი გოლინი სერია A-ში მეკარეთა ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია. ამ გუნდს კარი კარგა ხანს ექნება დაგმანული…
…„ნაპოლი” ფავორიტებს შორის თუ რჩება? რასაკვირველია. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ოსიმენი არ წავა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
