„ნაპოლიმ” ტურინის „ალიანს სთედიუმი” ძვლებში დამტვრეულმა დატოვა. „იუვესთან” ქულების მოპოვებას სამკვდრო-საციცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. მართალია მაცარის გუნდმა ზოგადად კარგად ითამაშა, მაგრამ საბოლოოდ ხომ შედეგი ფასობს. შედეგი კი ასეთი იყო: მეორე ტაიმის დასაწყისში გატის მიერ გატანილი გოლით „იუვენტუსმა” 1:0 მოიგო. შეცდომა, რომელიც კვარაცხელიამ პირველ ტაიმში დაუშვა, ძვირი დაჯდა. ჟელინსკიმ ოსიმენს მიაწოდა პასი, მან კი ქართველი შჩესნისთან პირისპირ...
წელი: 2023
ყველაზე ცუდი ჩემპიონი 15 ტურის შემდეგ
ტურინში „იუვენტუსთან” 0:1 დამარცხება „ნაპოლის” მძიმე ლოდად დააწვა, რადგან ჩემპიონს სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გაუუარესდა. ის ლიდერ „ინტერს” 14 ქულით ჩამორჩება. სტატისტიკოსები ამბობენ, რომ მას მერე, რაც იტალიის ჩემპიონატში გამარჯვებაზე 3 ქულის დარიცხვა დაიწყეს, ასეთი ცუდი შედეგი ჩემპიონს მომდევნო სეზონის 15 ტურის შემდეგ არ ჰქონია. ლაპარაკია მოქმედი ჩემპიონის ჩამორჩენაზე ახალი პირველობის ლიდერთან. ქვემოთ გთავაზობთ 1994 წლიდან...
მატკავა – ბარტონი 10:15
მართალია, შაბათს თბილისში წვიმდა და სტადიონი ნახევრად ცარიელი იყო, ან ნახევრად სავსე (ვის როგორ მოსწონს), მაგრამ ევროპულმა სარაგბო სულისკვეთებამ „მიხეილ მესხზე“ მალევე დაისადგურა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ „გლოსტერს“ ინგლისიდან გულშემატკივრები ბლომად ჩამოყვნენ და თავის გუნდს პირველიდან ბოლო წამამდე გულმხურვალედ ქომაგობდნენ. უნდა ითქვას, რომ ტრიბუნებზე შეკრებილმა ინგლისურ-ქართულმა პუბლიკამ კარგი სანახაობა იხილა. რაგბი მაინცდამაინც უმაღლესი დონისა არ...
გოგას 13
„ორლანდო მეჯიქმა“ ორმატჩიანი წაგება სერია შეწყვიტა და შინ „დეტროიტ პისტონსი“ 123:91 გაანადგურა. ფლორიდელთა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო გოგა ბითაძემ, რომელმაც სასტარტო ხუთეულში ზედიზედ მე-17 მატჩი ითამაშა. ბითაძემ „დეტროიტთან“ მოედანზე გატარებულ 27 წუთში 7-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 1 ზუსტი საჯარიმოც მოაყოლა და 13 ქულა შეაგროვა, რასაც 8 მოხსნა, 4 დაფარება და 2 პასი მოაყოლა. გოგას...
კიდევ კარგი ზამბო ანგისა გაერკვა
იტალიური მედია განსაკუთრებულ ყურადღებას „იუვენტუსისა” და „ნაპოლის” შეხვედრაში (1:0) ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ვერ-გამოყენებულ ხელსაყრელ მომენტზე ამახვილებს, როდესაც ქართველი გარემარბი ვიქტორ ოსიმენის პასით მეკარე ვოიცეხ შჩესნისთან პირისპირ შევიდა და ვერ გაიტანა. ამ შეცდომის გამო ბევრმა საიტმა კვარაცხელია „აძურის” ფეხბურთელთა შორის ყველაზე დაბალი ნიშნით შეაფასა: ათბალიანი სისტემით ზოგმა 5, ზოგმა კი 4,5 დაუწერა. ისინი, ვინც გუშინ „პარტენოპეელთა”...
მამარდაშვილი კვლავ საუკეთესო იყო
„ძალიან რთული თამაში იყო. საწყენია, რომ ორი წარმოუდგენელი წითელი ბარათი მივიღეთ. ახლა ძალები უნდა აღვიდგინოთ. შემდეგ ტურში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის („ბარსელონასთან”) და მისთვის ძალების აღდგენა დაგვჭირდება. პირველი წითელი ბარათი გაბრიელს ლაპარაკისთვის მისცეს, თუმცა ვფიქრობ მას მსაჯისთვის არაფერი უთქვამს. რას იზამ, ეს ფეხბურთია და ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. რაც შეეხება ხავი გერას, ისიც შელაპარაკების გამო...
ბორჯღალოსნებს ინგლისელი გაწვრთნის?
სარაგბო სპეციალისტი რიჩარდ კოკერილი თბილისშია. „მონპელიეს“ თავკაცის პოსტიდან ახლახან გათავისუფლებული 52 წლის ინგლისელი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის თანამდებობის დაკავების პრეტენდენტად აქამდეც მოიაზრებოდა სხვა რამდენიმე კანდიდატთან ერთად, მაგრამ „შავი ლომის“ თამაშზე დასასწრებად კოკერილის ჩამოსვლა გვაფიქრებინებს, რომ ის ამ ბრძოლაში რამდენადმე დაწინაურებულია. საქართველოს რაგბის კავშირში განგვიმარტეს, რომ კოკერილი თბილისში კონტრაქტის დეტალებზე სასაუბროდ ჩამოვიდა. რიჩარდ კოკერილსა და საქართველოს...
შავი ლომი ისტორიას წერს
შაბათს, 9 დეკემბერს მოხდება ის, რაზედაც ქართველ მორაგბეთა ყველა თაობა ოცნებობდა – ქართულ გუნდს ევროპულ საკლუბო ტურნირში დებიუტი ექნება. პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ EPCR-ის ეგიდით რანგით მეორე ევროთასის ჯგუფური ეტაპის სტარტზე საკმაოდ სახელოვან ინგლისურ კლუბ „გლოსტერს“ დაუპირისპირდება! რაგბის თემში საზეიმო განწყობაა – სულ რამდენიმე წლის წინათ ამაზე ოცნებაც არ გვიწევდა, მაგრამ საქართველოს რაგბის...
სპალეტი: დე ლაურენტისთან ჩემი თანამშრომლობა საშინელებათა ფილმი იყო
იტალიის ნაკრების მწვრთნელისთვის ლუჩანო სპალეტისთვის ნეაპოლის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების დღეს მას და „ნაპოლის” მფლობელს აურელიო დე ლაურენტისს შორის საინტერესო დიალოგი, უფრო კი სიტყვათა გაცვლა შედგა, რამაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. „ის ამბობს, რომ კინოდან მოვიდა და მართლაც, ჩვენი ერთად მუშაობა საშინელებათა ფილმი იყო”, — თქვა სპალეტიმ. მის სიტყვებს სიცილი მოჰყვა. როდესაც რეაქცია ჩაცხრა, „ნაპოლის” ყოფილმა მწვრთნელმა...
ბარელა მეოთხე შვილს ელოდება
„ინტერისა” და იტალიის ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა და მისი სარდინიელი მოდელი მეუღლე ფედერიკა სკიევენინი უახლოეს მომავალში მეოთხე შვილს ელოდებიან. ეს ამბავი საზოგადოებამ ქალის ინსტაგრამ-პოსტიდან შეიტყო. „ჩვენ შენ გელოდებით პატარა ბარელა”, — წერს ფედე სკიევენინი, რომლის ტექსტიდან იმასაც ვიგებთ, რომ „პატარა ბარელას” ტყუპისცალი ჰყავდა, რომელმაც როგორც ჩანს მშობიარობამდე ვერ მიაღწია. „ამ ხნის განმავლობაში უმცროსმა...









