ბორჯღალოსნებს ინგლისელი გაწვრთნის?

Home კატეგორიის გარეშე ბორჯღალოსნებს ინგლისელი გაწვრთნის?
ბორჯღალოსნებს ინგლისელი გაწვრთნის?

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.სარაგბო სპეციალისტი რიჩარდ კოკერილი თბილისშია. „მონპელიეს“ თავკაცის პოსტიდან ახლახან გათავისუფლებული 52 წლის ინგლისელი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის თანამდებობის დაკავების პრეტენდენტად აქამდეც მოიაზრებოდა სხვა რამდენიმე კანდიდატთან ერთად, მაგრამ „შავი ლომის“ თამაშზე დასასწრებად კოკერილის ჩამოსვლა გვაფიქრებინებს, რომ ის ამ ბრძოლაში რამდენადმე დაწინაურებულია.

საქართველოს რაგბის კავშირში განგვიმარტეს, რომ კოკერილი თბილისში კონტრაქტის დეტალებზე სასაუბროდ ჩამოვიდა. რიჩარდ კოკერილსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და ის დეტალებიც თუ შეთანხმდა, ბორჯღალოსნებს ახალი დამრიგებელი ეყოლებათ, რომელიც, წესითა და რიგით, „შავი ლომის“ საჭესაც უნდა მართავდეს.

მოკლედ, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, თუმცა კოკერილი თბილისშია და დანარჩენს ოდნავ მოგვიანებით შევიტყობთ.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.