„ორლანდო მეჯიქმა“ ორმატჩიანი წაგება სერია შეწყვიტა და შინ „დეტროიტ პისტონსი“ 123:91 გაანადგურა. ფლორიდელთა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო გოგა ბითაძემ, რომელმაც სასტარტო ხუთეულში ზედიზედ მე-17 მატჩი ითამაშა.
ბითაძემ „დეტროიტთან“ მოედანზე გატარებულ 27 წუთში 7-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 1 ზუსტი საჯარიმოც მოაყოლა და 13 ქულა შეაგროვა, რასაც 8 მოხსნა, 4 დაფარება და 2 პასი მოაყოლა. გოგას მოედანზე ყოფნის პერიოდში „ორლანდომ“ „დეტროიტს“ 26 ქულით აჯობა, რაც ფლორიდელთა გუნდში საუკეთესო შედეგი გახლდათ. რაც შეეხება ორლანდოში ყველაზე შედეგიან მოთამაშეებს: გერმანელი ფრანც ვაგნერი 27 ქულით გამოირჩა, პაოლო ბანკერომ კი, 24 ქულა ჩააგდო. 15 მოგებითა და 7 მარცხით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა.
შემდეგი მატჩი გოგას გუნდს 11 დეკემბერს, შინ „კლივლენდთან“ ელის.
დილითვე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“, მაგრამ ჩვენებურის გუნდი ისევ დამარცხდა, ხოლო ქართველ ფორვარდს არ უთამაშია. ტეხასელებმა შინ 112:121 წააგეს „ჩიკაგო ბულსთან“ და ეს გრეგ პოპოვიჩის გუნდის ზედიზედ მე-16 მარცხია. „სან ანტონიო“ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა და მომდევნო მატჩი სტუმრად, „ჰიუსტონ როკეტსთან“ ელის.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
