იტალიის ნაკრების მწვრთნელისთვის ლუჩანო სპალეტისთვის ნეაპოლის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების დღეს მას და „ნაპოლის” მფლობელს აურელიო დე ლაურენტისს შორის საინტერესო დიალოგი, უფრო კი სიტყვათა გაცვლა შედგა, რამაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.
„ის ამბობს, რომ კინოდან მოვიდა და მართლაც, ჩვენი ერთად მუშაობა საშინელებათა ფილმი იყო”, — თქვა სპალეტიმ.
მის სიტყვებს სიცილი მოჰყვა. როდესაც რეაქცია ჩაცხრა, „ნაპოლის” ყოფილმა მწვრთნელმა დასძინა: „ხომ გინახავთ სცენა საშინელებათა ფილმიდან, როდესაც იმედოვნებთ, რომ ეს განსაცდელი ბოლოა და ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდება, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერს ხდებით და ის თავს გესხმით… გმადლობთ, პრეზიდენტო”.
სპალეტის ნათქვამს დე ლაურენტისმა მყისიერი პასუხი გასცა: „დაიმახსოვრეთ, ამერიკული კინოინდუსტრია მხოლოდ საშინელებათა ჟანრის წყალობით ვითარდება”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
