გაიმართა ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდის წილისყრა, რომელმაც საქართველოს ნაკრების (მწვრთნელი ვასილ მაისურაძე) მეტოქეები გამოავლინა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში მოქმედ ჩემპიონ იტალიასთან ერთად მოხვდა. მათ გარდა ქართველი 19-წლამდელების მეტოქეები ჩეხეთისა და შოტლანდიის ნაკრებები იქნებიან.
ელიტრაუნდის თამაშები 2024 წლის 18-26 მარტს გაიმართება, მატჩები მასპინძელი ქვეყანა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ელიტრაუნდში 28 ნაკრები შვიდ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდა, ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას მხოლოდ გამარჯვებულები მიიღებენ. მერვე მონაწილე ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ჩრდილოეთ ირლანდია იქნება. 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაისად 15-28 ივლისს გაიმართება.
I ჯგუფი: ესპანეთი, ავსტრია, კოსოვო, სლოვენია
II ჯგუფი: ნიდერლანდები, ბელგია, საფრანგეთი, ლიეტუვა
III ჯგუფი: ნორვეგია, ისრაელი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მონტენეგრო
IV ჯგუფი: პორტუგალია, დანია, სერბეთი, საბერძნეთი
V ჯგუფი: შოტლანდია, ჩეხეთი, საქართველო, იტალია
VI ჯგუფი: თურქეთი, გერმანია, ხორვატია, რუმინეთი
VII ჯგუფი: შვეიცარია, უკრაინა, ჩრდ.მაკედონია, ლატვია.
იქვე, უეფა-ს შტაბბინაში გამოვლინდა საქართელოს 17-წლამდელთა ნაკრების (მწვრთნელი გიორგი ჩიტაური) მეტოქეებიც.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდში საქართველოს ნაკრები მეექვსე ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეები თურქეთი, სერბეთი და დანია იქნებიან.
წილისყრის შედეგად 8 ოთხგუნდიანი ჯგუფი ჩამოყალიბდა. ფინალური ეტაპის საგზურს 15 ნაკრები მოიპოვებს (ჯგუფის გამარჯვებულები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი), რომელთაც მასპინძელი კვიპროსის ნაკრები დაემატება.
ელიტრაუნდის თამაშები მომავალი წლის მარტში გაიმართება.
I ჯგუფი: ინგლისი, საფრანგეთი, უნგრეთი, ჩრ. ირლანდია.
II ჯგუფი: უელსი, ბულგარეთი, შვედეთი, რუინეთი.
III ჯგუფი: ნიდერლანდები, ბელგია, ფინეთი, იტალია.
IV ჯგუფი: საბერძნეთი, შვეოცარია, სლოვაკეთი, უკრაინა
V ჯგუფი: პორტუგალია, გერმანია (ჩემპიონი), ხორვატია, ირლანდია
VI ჯგუფი: თურქეთი, სერბეთი, საქართველო, დანია.
VII ჯგუფი: ესპანათი, ავსტრია, სლოვენია, ნორვეგია
VIII ჯგუფი: პოლონეთი, ჩეხეთი, ბელარუსი, ბოსნია
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
