„ვალენსიამ” ისევ წააგო. ამჯერად მას „ჟირონამ” აჯობა – 1:0. ვფიქრობთ, ის, რაც ერთ დროს გამორჩეულ კლუბში ხდება, ერთ აბზაცში ძალიან კარგად აღწერა superdeporte-მ და ჩვენ ამ აბზაცის თარგმანს გთავაზობთ: „ვალენსია” თავჩახრილი განაგრძობს სიარულს. „ჟირონასთან” დამსახურებულმა დამარცხებამ მას ჯოჯოხეთთა შორის უარესში გაუხანგრძლივა თავისუფალი ვარდნა. „ჟირონამ” ვოროს გუნდს ცხრილში გადაასწრო. პიტერ ლიმის გაპარტახებული კლუბი აღარაფერზე არ რეაგირებს....
სპალეტიმ კარგად იცის ვინ მოიგო სპეციასთან
„ნაპოლიმ” სტუმრად მოუგო „სპეციას” 3:0, „კორიერე დელა სერამ” კი სხვადასხვა წყაროდან „აძურის” მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის კომენტარები მოკრიბა. ქვემოთ ამ კომენტარებს გთავაზობთ. თავიდან გაზეთი წერს, რომ გუნდი დაჟინებით მიიწევს სკუდეტოსკენ, მაგრამ მას კიდევ ერთი დიდი მიზანი აქვს — ჩემპიონთა ლიგა. „სპეციასთან” შეხვედრის შემდეგ სპალეტიმ სწორედ ეს იგულისხმა, როდესაც თქვა: „ჩვენ ფანების სიყვარულით მიზნისთვის თავი უნდა დავდოთ....
ტატოს ოქრო, ლუკას ვერცხლი
პარიზის „გრანდ სლემის“ მეორე ქართველი ოქროსმედალოსანი ტატო გრიგალაშვილია. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე გრიგალაშვილმა იტალიელი ლორენცო პაროსი, იაპონელი კენია კეჰარა, არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილი და თურქი ვედათ ალბაირაქი რომ დაამარცხა, ფინალში გერმანელ ტიმო კაველიუსს დაეჭიდა. გრიგალაშვილი მთელი ბრძოლის მანძილზე უკეთესი იყო და მეტოქის დამარცხება 2 წუთზე ოდნავ მეტ დროში დროში მოახერხა. ბრინჯაო...
ლელოთცვენა ავჭალაში
ეს იყო ნამდვილი სარაგბო დღესასწაული! და არა მხოლოდ სარაგბო, რადგან რეფერის საფინალო სასტვენის შემდეგ, როცა ლუკა მატკავამ თავისი მეათე ზუსტი გარდასახვით საქართველოსა და გერმანიის მორაგბეთა ნაკრებების მატჩს წერტილი დაუსვა და საბოლოო ანგარიში – 75:12 დააფიქსირა, აშკარად გამოჩნდა, რომ მინდორზე კიდევ რაღაც საინტერესო უნდა მომხდარიყო. მოლოდინი ძალზე გულისამაჩუყებელი მოვლენით დაგვირგვინდა: ყველაზე ტანმაღალმა ბორჯღალოსანმა ნოდარ ჭეიშვილმა თანაგუნდელებისგან...
შავი ოქრო პარიზში
პარიზის „გრანდ სლემის“ პირველივე დღეს საქართველოს დელეგაციამ ოქრო მოინაგრა. ძოიდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (71კგ) პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა. ჩვენებურმა ფინალში ბრაზილიელ დანიელ კარნინს ლამაზი გდებით მოუგო და საფრანგეთის დედაქალაქში ქართული ჰიმნი ააჟღერა. შავდათუაშვილი ოქროსკენ მიმავალ გზას დომინიკელი ანტონიო ტონალის ძლევით შეუყვა. შემდეგ იტალიელ გაბრიელე სულის, ყაზახ დანიარ შამშიაევს და კორეელ ჰეონ ჩოლ კანგი მოუგო. გუშინვე თემურ...
ის, რაც სისტემაზე მნიშვნელოვანია
„ჟირონასთან” შეხვედრის წინ „ვალენსიას” ახალმა მწვრთნელმა ვორომ პრეს-კონფერენციაზე ვრცლად ილაპარაკა მიმდინარე საკითხების შესახებ. გთავაზობთ ზოგიერთ კითხვასა და პასუხს, რომლებიც კონკრეტულად „ჟირონასთან” თამაშს კი არა, ზოგადად გუნდთან მუშაობას ეხება. რანაირად აპირებთ მეორე წრეში გუნდთან მუშაობას? მე ბევრჯერ ვმდგარვარ „ვალენსიას” სათავეში, მაგრამ ეს ყოველთვის ძალიან ცოტა ხნით ხდებოდა. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც თანამდებობას შედარებით დიდხანს შემოვრჩი ჩეზარე პრანდელის...
ანტირეკორდში ლუკას მონაწილეობა არ მუღია
როგორც მოსალოდნელი იყო, „კრემონეზესა” და „ლეჩეს” შეხვედრაში ლუკა ლოჩოშვილმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა, მისი გუნდი კი ძველებურად უხეირო გამოდგა და წააგო — 0:2. არადა, კრემონელებმა რამდენიმე დღის წინ თასიდან თვით „რომა” გამოთიშეს და ბევრს ეგონა, რომ კრიზისი დაძლიეს. „ლეჩემ” ბოლო ხუთ შეხვედრაში პირველად მოიგო, მაგრამ ეს მიმდინარე სეზონში მისი მეხუთე გამარჯვება მაინც იყო. „კრემონეზე” კი...
მე-5 ცენტურიონი, 34-ე კაპიტანი…
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2023, სამსოფლიოთასო წელს „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატით იწყებს. ტურნირი ახალი ფოემატით ტარდება: ალაფის (რანგით მეორე) დივიზიონიდან არა მისი შარშანდელი გამარჯვებული, არამედ სამი საუკეთესო გუნდი დაწინაურდა, ჩემპიონშიპიდან (სადაც ბორჯღალოსნები ბოლო 5 გათამაშება დაუმარცხებლები არიან) არავინ დაქვეითებულა, თუ არ ჩავთვლით რუსეთის დისკვალიფიკაციას. ჰოდა მივიღეთ ოქტეტი, რომელიც ორ კვარტეტად დაიყო. დანარჩენი შემდეგნაირად მოხდება: ა ჯგუფის გამარჯვებული...
ნერვები, ბოდიში და ორი თამაში
გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელმა, 32 წლის ბრაზილიელმა გაბრიელ პაულისტამ ბოდიში მოიხადა — ხუთშაბათს, „რეალისა” და „ვალენსიას” შეხვედრაში მან თანამემამულის, ვინისიუს ჟუნიორის წინააღმდეგ იუხეშა. „რეალმა” „ვალენსიას” 2:0 მოუგო. ანგარიში უკვე 2:0 იყო, როდესაც ვინისიუსმა მარცხენა ფრთიდან მორიგი გარღვევა წამოიწყო. ამ დღეს მადრიდელთა თავდამსხმელი იშტაზე იყო და „ღამურების” ისედაც პრობლემებით აღსავსე დაცვას ატერორებდა. პაულისტას ნერვებმა უმტყუნა და მოწინააღმდეგეს...
ალ-ნასრი კმაყოფილია… რონალდუც, ცხადია…
„ალ-ნასრის“ ხელმძღვანელობა კრიშტიანუ რონალდუს გუნდში ადაპტაციით კმაყოფილია. კლუბში რონალდუსთან პრეტენზია არავის აქვს. პირიქით, კრიშტიანუ კარგად ეგუება ახალ გუნდს და ცდილობს პარტნიორებზე შთაბეჭდილება მოახდინოს. ასევე ალნასრელები აღნიშნავენ ფეხბურთელის პროფესიონალიზმს და მის დადებით გავლენას გასახდელში. ერრიადულ კლუბში 37 წლის პორტუგალიელმა ორი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ჯერჯერობით სასარგებლო მოქმედებებით არ გამორჩეულა. წყარო ასევე აღნიშნავს, რომ რონალდუ ხელფასის 90%-ს საუდის...









