თვე: თებერვალი 2023

Home 2023 თებერვალი
ნაპოლი მესამე ადგილზეა
ჩანაწერი

ნაპოლი მესამე ადგილზეა

„ოპტა” (სპორტის ანალიზის ბრიტანული კომპანია) რეგულარულად აახლებს ფეხბურთის კლუბების მსოფლიო რეიტინგს, რომლის გამოთვლისას სხვადასხვა კრიტერიუმთან ერთად, ცხადია, უპირველეს ყოვლისა მათ შედეგებს ეყრდნობა. „ნაპოლი” პირველად მოხვდა სამეულში. „აძური” განახლებულ ცხრილში მესამე ადგილზეა, რაც სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში ლუჩანო სპალეტის ბიჭების წარმატებებით არის განპირობებული. „ოპტას” რეიტინგში „აძურის” მხოლოდ „ბაიერნი” და „მანჩესტერ სიტი” უსწრებენ. „ილ მატინოს” განმარტებით,...

ნაპოლი რეალს სჯობს
ჩანაწერი

ნაპოლი რეალს სჯობს

„სპეციასთან” შთამბეჭდავი გამარჯვების (3:0) შემდეგ, „ნაპოლის” თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა, რომ მისი გუნდი „გაორმაგდა”, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის სკუდეტოსკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს, მაგრამ გარდა ამისა უკვე მეორე მკაფიო მიზანი აქვს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში წარმატება ჰქვია. „აძურიმ” „ლივერპულთან” და „აიაქსთან” გამარჯვებებით დაამტკიცა, რომ ამ მიზნისთვის ბრძოლა ხელეწიფება. უეფას ვიცე-პრეზიდენტმა პოლონური ფეხბურთის ლეგენდამ ზბიგნევ ბონეკმა Vikonos Web...

დინამომ შვიდივე ააცილა…
ჩანაწერი

დინამომ შვიდივე ააცილა…

თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეშვიდე მატჩი წააგო. საქართველოს ჩემპიონმა იტალიურ „პრო რეკოს“ უმასპინძლა და 3:13 დამარცხდა. „პრო რეკო“ მსოფლიო წყალბურთის ერთ-ერთი გრანდია და ეს გასაკვირიც არ ყოფილა. იტალიელებმა უპირატესობა მატჩის დასაწყისშივე მოიპოვეს და საქმე ისე მიიყვანეს ბოლომდე, პრობლემები არ შექმნიათ. პირველი მეოთხედი აპენინელებმა 3:0 მოიგეს, შემდეგ კი, უპირატესობას მეთოდურად ზრდიდნენ. „დინამო“ 7...

რონალდინიო ბარსელონაში
ჩანაწერი

რონალდინიო ბარსელონაში

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა რონალდინიომ, რომელიც „ბარსელონაში“ 2003-2008 წლებში თამაშობდა, დაადასტურა, რომ მისი შვილი, ჟოაო მენდეშ დე ასის მორეირა კატალონიური კლუბის აკადემიაში აიყვანეს. „ბარსელონა“ ჩემი ცხოვრების ნაწილია. კლუბი ყოველთვის ჩემთანაა. ახლა, შვილის „ბარსაში” ჩამოსვლის კვალად, მეც უფრო ხშირად ვიქნები აქ“, – უთხრა რონალდინიომ ესპანელ ჟურნალისტებს. რონალდინიოს ვაჟი 17 წლისაა და ამპლუით თავდამსხმელია. თუმცა ნახევარდაცვაშიც წარმატებით შეუძლია...

როგორც იქნა, მოიგო…
ჩანაწერი

როგორც იქნა, მოიგო…

გაიხსენა, როგორც იქნა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოიგო – საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ტურნირის პირველ წრეში ფრანგი კონსტანტ ლესიენი 6:7, 7:5, 6:2 დაამარცხა. პირველ სეტში ბასილაშვილი დაწინაურდა, მაგრამ როდესაც სეტზე აწვდიდა, ფრანგს ქულა მაშინ გაატანა. მეორე სეტში ბასილაშვილმა პირველი ჩაწოდება წააგო და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მატჩსაც მიაყოლებდა, მაგრა მ თამაში დაალაგა და უკვე თავად დაწინაურდა. ნიკოლოზი ისევ...

კოკაინი კვარას მეტოქის ბანაკში
ჩანაწერი

კოკაინი კვარას მეტოქის ბანაკში

ფრანკფურტის „აინტრახტს” რთული პერიოდი ელის. გერმანულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად გუნდს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” უნდა შეხვდეს, მოედანს მიღმა პრობლემები აქვს — მის პრეზიდენტს პეტერ ფიშერს კოკაინი უპოვეს. გერმანელმა სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს შენახვისა და მოხმარების მუხლით. ინფორმაცია წუხელ გვიან გავრცელდა. როგორც ირკვევა ფიშერის უმცროსი ვაჟი, რომელიც 13 წლისაა, სკოლაში ამხანაგთან ერთად კოკაინს...

სპეციაში ნაპოლი ეზიზღებათ
ჩანაწერი

სპეციაში ნაპოლი ეზიზღებათ

სპეციაში „ნაპოლიმ” 3:0 მოიგო, მაგრამ თამაშზე არანაკლები ყურადღება მიიპყრო იმ შეძახილებმა, რომლებიც ტრიბუნებიდან ისმოდა — მასპინძელი გულშემატკივარი ნეაპოლელებს ლანძღავდა. ყოფილმა მსაჯმა კლაუდიო გავილუჩიმ Radio Crc-ს ეთერში თქვა: „გუშინ, ყველას მკაფიოდ გვესმოდა რას ყვიროდნენ ტრიბუნებიდან „სპეციასა” და „ნაპოლის” შეხვედრის მსვლელობისას. მე პირადად ვიცნობ თამაშის მსაჯს მარკო დი ბელოს. ის წესიერი, გულითადი ადამიანია და ამიტომაც ვერ ამიხსნია,...

ოსიმენი გულწრფელად შეწუხდა, სიძემ კი ვერ იხეირა
ჩანაწერი

ოსიმენი გულწრფელად შეწუხდა, სიძემ კი ვერ იხეირა

„სპეციასთან” სტუმრად გამარჯვების (3:0) წინ, ეგრეთწოდებული მოთელვის დროს, „ნაპოლის” ვარსკვლავმა ვიქტორ ოსიმენმა შემთხვევით ტრიბუნაზე ბურთი გაარტყა მასპინძელი გუნდის გულშემატკივარს. ნიგერიელი დაუყოვნებლივ გაიქცა ტრიბუნისკენ, შეამოწმა ქომაგი ხომ არ დაშავდა და ბოდიში მოუხადა მას. ორი დღის მერე Radio Kis Kis-მა ინციდენტის მონაწილე ლიგურიელი მოძებნა და ამბის გახსენება სთხოვა. „ყველაფერი უცებ მოხდა, — თქვა „სპეციას” ქომაგმა, — სახესთან...

ოსიმენში 120 მილიონი
ჩანაწერი

ოსიმენში 120 მილიონი

„ნაპოლის” თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას შეუერთდეს. ინგლისური კლუბი მზად არის, ნიგერიელი შემტევის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადოს. საინტერესოა, რომ ოსიმენის გადასაბარებლად ანალოგიური თანხის გადასახდელად მზად არის ლონდონის „ჩელსიც“. 24 წლის ოსიმენი „ნაპოლის“ 2020 წელს ფრანგული „ლილიდან“ 75 მილიონ ევროდ შეუერთდა.  სერია A-ს მიმდინარე სეზონში ვიქტორმა 21 მატჩში 16 ბურთი გაიტანა...

კვარაცხელიას ლიმიტი არ აქვს
ჩანაწერი

კვარაცხელიას ლიმიტი არ აქვს

ამჯერად ყველაფერი მკაფიოდ იყო, ჭოჭმანის გარეშე. ის პირდაპირ მივიდა თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან. არავის უკამათია, რადგან სპალეტიმ ზუსტად ჰქონდა გადაწყვეტილი, ვის უნდა დაერტყა პენალტი. კვარასაც ორჯერ თქმა არ დასჭირვებია. როგორც კი რეკამ ხელით ითამაშა მან ბურთი აიღო და თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მიიტანა. დანარჩენი უკვე ისტორიაა — ბურთი „სპეციას” მეკარის დრაგოვსკის კარში შევარდა და ანგარიში გაიხსნა. სერია A-ში დარტყმულმა...