„სპეციასთან” შთამბეჭდავი გამარჯვების (3:0) შემდეგ, „ნაპოლის” თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა, რომ მისი გუნდი „გაორმაგდა”, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის სკუდეტოსკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს, მაგრამ გარდა ამისა უკვე მეორე მკაფიო მიზანი აქვს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში წარმატება ჰქვია. „აძურიმ” „ლივერპულთან” და „აიაქსთან” გამარჯვებებით დაამტკიცა, რომ ამ მიზნისთვის ბრძოლა ხელეწიფება. უეფას ვიცე-პრეზიდენტმა პოლონური ფეხბურთის ლეგენდამ ზბიგნევ ბონეკმა Vikonos Web Radio/TV-თან ინტერვიუში სწორედ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ მერვედფინალებზე ილაპარაკა და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის სიძლიერეს გაუსვა ხაზი:
„დღევანდელ ევროპულ ფეხბურთში მკაფიოდ გამოვყოფ „ნაპოლის”, მაგრამ ის ფრთხილად უნდა იყოს. „აინტრახტი” ძლიერი გუნდია, გერმანულ გუნდს დიდი ბრძოლა შეუძლია. და მაინც, თუ „ნაპოლი” შეძლებს და სულ ასე ითამაშებს, ის დიდ წარმატებას მიაღწევს”.
ბონეკი ამბობს, რომ სერია A-ს ლიდერს განა მხოლოდ მეოთხედფინალში შეუძლია გასვლა, არამედ მას უფრო დიდი მიზნები ექნება:
„რატომაც არ უნდა იოცნებონ ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე? ჩემი აზრით „ნაპოლი” „რეალზე” უკეთესი გუნდია, რადგან ის მეტოქეებს თამაშით ჯაბნის და ისე იგებს. ის დაცვაში არ დგება და კონტრშეტევის იმედად არ არის. ამასთან, ძალიან ძლიერი ორი ცენტრალური მცველი ჰყავს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 07:41მანჩესტერიდან დეშამს დაურეკეს
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
