ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა რონალდინიომ, რომელიც „ბარსელონაში“ 2003-2008 წლებში თამაშობდა, დაადასტურა, რომ მისი შვილი, ჟოაო მენდეშ დე ასის მორეირა კატალონიური კლუბის აკადემიაში აიყვანეს.
„ბარსელონა“ ჩემი ცხოვრების ნაწილია. კლუბი ყოველთვის ჩემთანაა. ახლა, შვილის „ბარსაში” ჩამოსვლის კვალად, მეც უფრო ხშირად ვიქნები აქ“, – უთხრა რონალდინიომ ესპანელ ჟურნალისტებს.
რონალდინიოს ვაჟი 17 წლისაა და ამპლუით თავდამსხმელია. თუმცა ნახევარდაცვაშიც წარმატებით შეუძლია თამაში.
42 წლის რონალდინიომ, თავის დროზე „ბარსელონას“ მაისურით 207 მატჩი ჩაატარა, 94 ბურთი გაიტანა და 70 საგოლე პასი გააკეთა. კარიერა მან 2018 წლის იანვარში დაასრულა.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 16:24მაიამი ელის კევინს
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
