თვე: თებერვალი 2023

Home 2023 თებერვალი
1 მილიარდი
ჩანაწერი

1 მილიარდი

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელის, ერლინგ ჰალანდის აგენტმა რაფაელა პიმიენტამ,  დააკონკრეტა რამდენია კლიენტის დღევანდელი ღირებულება. „თავის დროზე პოგბას „მანჩესტერში“ ტრანსფერი 105 მილიონ ევროდ გავახერხეთ. მაშინ ყველა ამბობდა, რომ ეს წარმოუდგენელი იყო! ნეიმარი სულაც 222 მილიონად გადავიდა „პარი სენ-ჟერმენში…“ ციფრები იცვლება. ამჟამად ჰალანდი ჩემთვის 1 მილიარდი ევრო ღირს, შესაძლოა, ასეთი თანხის გადახდას არავინ აპირებს, მაგრამ ეს არის მისი...

ანტონიო კონტეს ოპერაციას გაუკეთბენ
ჩანაწერი

ანტონიო კონტეს ოპერაციას გაუკეთბენ

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, შესაძლოა, „მანჩესტერ სიტისთან“ პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩი ოპერაციის გამო გამოტოვოს. იტალიელმა ცოტა ხნის წინათ მუცლის ძლიერი ტკივილი იგრძნო. მას შემდეგ, რაც მას ქოლეცისტიტის დიაგნოზი დაუსვეს. შედეგად ნაღვლის ბუშტის ოპერაციის გაკეთება გადაწყდა. სპეციალისტს ოპერაცია 1 თებერვალს ჩაუტარდება და გამოჯანმრთელების შემდეგ ტოტენჰემს დაუბრუნდება. „ტოტენჰემმა“ 21 მატჩში 36 ქულა მოაგროვა და მიმდინარე...

ვალენსიას ეტყობა ულხინს
ჩანაწერი

ვალენსიას ეტყობა ულხინს

ლა ლიგამ ზამთრის სატრანსფერო ბაზარი 38 ნასყიდობით დაამთავრა. გიორგი მამარდაშვილის კლუბს, „ვალენსიას” ერთი ფეხბურთელიც არ უყიდია. ადგილობრივი პრესა გაღიზიანებული წერს, რომ ასეთია კლუბის მეპატრონის, სინგაპურელი მილიარდერის პიტერ ლიმის დამოკიდებულება საქმისადმი. კერძოდ, იანვარში ესპანეთის ცამეტი კლუბი გაძლიერდა ახალი ფეხბურთელებით და რაც ვალენსიელი ჟურნალისტებისთვის ყველაზე შემაშფოთებელია, მათი უმრავლესობა ცხრილის ქვედა ნახევარშია ანუ ისინი „ღამურების” კონკურენტები არიან. ვაზუსტებთ:...

ნაპოლი ზაფხულში ბაზარში წასვლას აპირებს
ჩანაწერი

ნაპოლი ზაფხულში ბაზარში წასვლას აპირებს

ზამთრის სატრანსფერო სეზონი ახლახან დაიხურა, მაგრამ კლუბები და აგენტები უკვე ზაფხულისთვის ემზადებიან. მომავალზე ფიქრობს „ნაპოლიც”, რომელსაც ზოგი ნაბიჯი ამთავითვე ზუსტად აქვს გათვლილი. ასე მაგალითად, სეზონის დამთავრების შემდეგ ნეაპოლს დიდი ალბათობით დატოვებს 27 წლის მექსიკელი მარჯვენაფლანგელი ირვინგ ლოსანო — ის ინგლისშია ძალიან პოპულარული და სავარაუდოდ კარგადაც გადაიხდიან. როგორც calciomercato წერს, ლოსანოს შემცვლელს „ნაპოლის” მთავარი ფეხბურთელებით ვაჭარი...