გასულ კვირას ინგლისის ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ნიუკასლი“ 2:0 დაამარცხა და 2017 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა. მანამდე თანაქალაქელი „სიტი“ პეპ გვარდიოლას მეთაურობით, ამ პრიზს ზედიზედ ოთხჯერ ფლობდა (2018-2021). შარშან კი „ლივერპულის“ ჯერი დადგა. პრესკონფერენციაზე გვარდიოლას ჰკითხეს, შეიძლება თუ არა თქმა, რომ „იუნაიტედი“ ისევ ძლიერი კლუბია. „ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო, არა? ცოტა...
ეს ფენომენალური დავით ნინიაშვილი!
ვიდრე ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია ა-ში თავის მორიგ შედევრალურ მატჩს ატარებდა, ხოლო საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ისტორიას ქმნიდა, ქართული რაგბის ამბები რამდენადმე ჩრდილში მოექცა, არადა ქართული ნიჭის ზეიმი სწორედ ტოპ 14-ში იყო თუ იყო. ნაკრებიდან თავის „ლიონში“ დაბრუნებულმა დავით ნინიაშვილმა „რასინგ-92“-თან მატჩი საკუთარ ბენეფისად აქვია. 20 წლის უკანახაზელმა 2 ლელო გაიტანა და პირადი სეზონური ანგარიში 7...
ბარახა მესტალიას ფაქტორის აღდგენას იწყებს
„ვალენსიასა” და „რეალ სოსიედადის” თამაშის დაწყებამდე „მესტალიაზე” რომ ყოფილიყავით, საკუთარი თვალით ნახავდით რას ნიშნავს როდესაც მწვრთნელი ადგილობრივი ვარსკვლავია. რუბენ ბარახამ ფეხბურთის თამაშს თავი 2010 წლის 16 მაისს დაანება და მას მერე ამ სტადიონზე ფეხი აღარ დაუდგამს, ტრიბუნაზეც არ მჯდარა. 2019 წელს მან ლეგენდების მატჩშიც კი ვერ მიიღო მონაწილეობა, რადგან ბოლო წამს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. ბარახა...
ნეაპოლი დი ლორენცოების ქალაქი
სერია A-ს ლიდერი, „ნაპოლი”, პარასკევ საღამოს „ლაციოს” მასპინძლობს. ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის გუნდმა უკვე დაიწყო მომზადება. „ემპოლისთან” 2:0 მოგების შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ ფეხბურთელები 48 საათით დაასვენა. ტრავმის გამო გუნდს აკლია ჯაკომო რასპადორი, რომელიც შაბათ-კვირას შინ იყო. ის ორშაბათს მივიდა კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე თერაპიისთვის. გუნდმა დღე დარბაზში დაიწყო, სადაც გახურდა, შემდეგ კი მოედანზე გავიდა. მოედანზე ჯერ იყო...
მესი THE BEST…
27 თებერვალს, პარიზში, ფიფას 2022 წლის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც გამოავლინეს წლის საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციებში: ფიფას ფეარ პლეის პრიზი – ლუკა ლოჩოშვილი (საქართველო) საუკეთესო მეკარე ქალთა შორის – მერი ირპსი (ინგლისი); საუკეთესო მეკარე მამაკაცთა შორის – ემელიანო მარტინესი (არგენტინა); ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზი წლის საუკეთესო გოლისთვის – მარჩინ ოლეკსი (ამპუტანტი-ფეხბურთელი); საუკეთესო მწვრთნელი ქალთა შორის –...
ლუკას ფიფასგან…
საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი ფიფა-ს გალა-დაჯილდოების ერთ-ერთი გმირი გახდა – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს საგანგებო ჯილდო გადასცეს. სამართლიანი თამაშის (Fair Play) პრიზის ნომინანტები, ლუკასთან ერთად, ედუარდო კამავინგა („რეალი“) და სადიო მანე („ბაიერნი“) იყვნენ, მაგრამ ჟიურიმ ქართველის საქციელი ყველაზე მეტად დააფასა. ლუკა იტალიის ჩემპიონატში, „კრემონეზესთან“ ერთად მორიგი ტურის თამაშისთვსის ემზადება და დაჯილდოებაზე პირადად ვერ ჩავიდა, მაგრამ...
და რა იქნება მსოფლიოზე ?!
ორი წაგებით ორ უდიდეს სპორტულ ფორუმზე მოხვედრილ გუნდს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გარდა, ვერ ვიხსენებთ… 2011 წლის 5 სექტემბერს ჩვენმა ნაკრებმა გადამწყვეტი მატჩი ბულგარეთთან 69:79 წააგო და ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა. 2023 წლის 26 თებერვალს, ჩვენებმა ისლანდიასთან (77:80) ასევე გადამწყვეტი მატჩი დათმეს, მაგრამ მსოფლიოზე გავიდნენ. თუ პირველ შემთხვევაში საქმეში იღბალი ჩაერია, მეორე შრომით მოვიდა. მოვიდა წვალებით, ოფლის...
ჯიუტი კაცი
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი აღიარებს, რომ „აიაქსიდან“ ინგლისურ კლუბში გადასვლა სარისკო იყო. „ცხადია, როცა „აიაქსიდან“ „მანჩესტერში“ გადავდიოდი, რისკი დიდი იყო. მაგრამ ჯიუტი ადამიანი გახლავართ. საქმეს ხელი მაინც მოვკიდე. მიყვარს ეს გუნდი. ჩვენი ურთიერთობა გულშემატკივრებთან და „ოლდ ტრაფორდთან“. ალექს ფერგიუსონმა შთამბეჭდავი მემკვიდრეობა დატოვა. ეს გუნდი ისტორიას წერს. „მანჩესტერი“ ჩემთვის შესაფერისი კლუბია“. გუშინ, 26...
დაიწყო…
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწო. პირველ ტურში ვნახეთ შვიდგოლიანი მატჩიც, ორი გაძევებაც და ერთი დუბლიც. ორი გოლი ყოფილმა სიონელმა, ამჟამად კი წყალტუბოელმა ნიკა ხორხელმა მიითვალა სწორედ იმ შვიგოლიან თრილერში, რომელიც „სამგურალმა“ სტუმრად მოუგო „გაგრას“ – 4:3. ამავე მატჩში ულამაზესი მაკრატელა დარტყმით ანგარიში 2:2 გახადა გაგრელმა ზურაბ მუსელიანმა ჩემპიონმა „დინამომ“ გორში დაამარცხა „დილა“ (2:1). ამ შეხვედრაში დინამოელი...
კვირას მამარდა კამპ ნოუზე ჩავა
გიორგი მამარდაშვილის „ვალინსიას” შემდეგი თამაში 5 მარტს „კამპ ნოუზე” „ბარსელონასთან” უწევს. 23 ტურის მერე „ბარსა” 59 ქულით ლიდერობს ლა ლიგის ცხრილს, „ღამურები” კი 23 ქულით მე-18 ადგილზე არიან. შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. „ბლაუგრანას” 7 ქულით ჩამორჩება „რეალი” და ჩავის წინაშე მკაფიო ამოცანაა — ეს სხვაობა უნდა შეინარჩუნოს, „ვალენსიას” კი სურს გასავარდნთა ზონას დააღწიოს...









