„ჟირონასთან” შეხვედრის წინ „ვალენსიას” ახალმა მწვრთნელმა ვორომ პრეს-კონფერენციაზე ვრცლად ილაპარაკა მიმდინარე საკითხების შესახებ. გთავაზობთ ზოგიერთ კითხვასა და პასუხს, რომლებიც კონკრეტულად „ჟირონასთან” თამაშს კი არა, ზოგადად გუნდთან მუშაობას ეხება.
რანაირად აპირებთ მეორე წრეში გუნდთან მუშაობას?
მე ბევრჯერ ვმდგარვარ „ვალენსიას” სათავეში, მაგრამ ეს ყოველთვის ძალიან ცოტა ხნით ხდებოდა. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც თანამდებობას შედარებით დიდხანს შემოვრჩი ჩეზარე პრანდელის მერე იყო და მაშინაც ახლანდელივით მხოლოდ მეორე წრე ვიმუშავე. ბოლოხანს მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდებოდა. გუნდმა 35 დღეში 10 თამაში ჩაატარა, ოღონდ ამას ვერაფერს მოვუხერხებთ. თამაშები ტარდება მაშინ, როდესაც ტარდება და ერთადერთი გამოსავალი მათთვის კარგად მომზადებაა. ასეთია რეალობა. საჭიროა გასახდელში შეხვიდე და ბიჭებს უთხრა, რა უნდა გააუმჯობესონ. სწორედ ეს არის ჩემი საქმე. ჩვენ სამუშაოდ დღეები ფაქტობრივად არ გვქონია. მხოლოდ თამაშის წინ და შემდეგ მოვახერხეთ შეხვედრა. ახლა მეორე წრეს ვიწყებთ. ჯერ კიდევ ბევრი ქულაა გასათამაშებელი.
გუნდის თამაშის სტილის შეცვლას თუ აპირებთ? უკვე ჩამოყალიბებული ხართ, რა სისტემით ითამაშებთ?
სისტემა სისტემად — გუნდი დიდი ხანია 4-3-3-1 განლაგებით თამაშობს — მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია ფეხბურთელებმა მკაფიოდ იცოდნენ რას აკეთებენ. მათ ცხადი იდეები უნდა ჰქონდეთ. მხოლოდ ასე იმუშავებს სქემა ეფექტურად. ბევრი კარგი რამ უკვე დამუშავებული დამხვდა, რაც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. ვიმეორებ, სისტემა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაფერზე მნიშვნელოვანი ფეხბურთლების რწმენაა. მათ უნდა იცოდნენ, რომ წარმატებას მიაღწევენ.
რად უნდა ლაპარაკი, რომ ყველამ თავდადებით უნდა იმუშაოს.
რასაკვირველია, დიდი თავდადება არის საჭირო. ჩემი ამოცანაც ის გახლავთ, რომ ყველამ იბრძოლოს და იცოდეს რა გვინდა, რათა გუნდს მაქსიმალურად მოემსახუროს. ბიჭები შემართებით, ინტენსიურად ვარჯიშობენ. ჩვენ არ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც სხვა რამეზე ფიქრობენ, ამიტომ ეჭვი არავისში მეპარება. წინ 19 მნიშვნელოვანი თამაში და მტკიცე განწყობაა — ცხრილში დაბლა არ უნდა ვუყუროთ. საჭირო რაოდენობის ქულები უნდა მოვიპოვოთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
სიახლეები09/06/2026 | 08:15მთავარი მეკარე უნაი სიმონი იქნება
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 07:15კლუივერტთა შორის უკლუივერტესი
მთავარი ამბავი08/06/2026 | 09:28ფლორენტინო: წინ ბევრი ისტორიული მოვლენაა!
