წილი ნაყარია. გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” ახალი მწვრთნელი ჰყავს — 47 წლის რუბენ ბარახა. ის 2000-2010 წლებში „ღამურების” ცენტრალური ნახევარმცველი იყო. საოცარია, რომ ძალიან ცოტა ხნის წინ კლუბის მეპატრონემ პიტერ ლიმმა და პრეზიდენტმა ლაიჰონ ჩანმა ჯენარო გატუზოს გაშვების შემდეგ მხსნელად დიდი ხმაურით მოიყვანეს ვორო, რომელსაც თითქოსდა სეზონის ბოლომდე დაუთმეს ასპარეზი, მაგრამ სინგაპურელებს თვალის დახამხამებაში შეეცვალათ გუნებ-განწყობა [...]
ჭდე: ვორო
ვოროს ტაქტიკურმა ცვლილებებმა ვალენსიაში ვერაფერი გამოასწორა
„ვალენსიამ” მწვრთნელი შეცვალა, უკეთესობა კი არ ჩანს. ვორო ტვინს იჭყლეტს, რათა ლაბირინთიდან გამოსასვლელს მიაგნოს. „ვცდილობ გამოსავალი მუხლჩაუხრელ შრომაში ვიპოვო. კლუბი მენდო, მაგრამ ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღეა გასული”, — თქვა მან. ახალი მწვრთნელი მართალია, რადგან „ჟირონასთან” შეხვედრის წინ მას მაქსიმუმ ხუთი ვარჯიში ჰქონდა ჩატარებული, რომელთაგან ოთხი კონკრეტული მატჩისთვის მომზადებას ან მის შემდეგ განტვირთვას ემსახურებოდა. ვოროს ახალ [...]
დაუჯერებელი მოგერიებები მამარდაშვილის ყოველდღიურობად იქცა
„ვალენსიამ” ისევ წააგო. ამჯერად მას „ჟირონამ” აჯობა – 1:0. ვფიქრობთ, ის, რაც ერთ დროს გამორჩეულ კლუბში ხდება, ერთ აბზაცში ძალიან კარგად აღწერა superdeporte-მ და ჩვენ ამ აბზაცის თარგმანს გთავაზობთ: „ვალენსია” თავჩახრილი განაგრძობს სიარულს. „ჟირონასთან” დამსახურებულმა დამარცხებამ მას ჯოჯოხეთთა შორის უარესში გაუხანგრძლივა თავისუფალი ვარდნა. „ჟირონამ” ვოროს გუნდს ცხრილში გადაასწრო. პიტერ ლიმის გაპარტახებული კლუბი აღარაფერზე არ რეაგირებს. [...]
ის, რაც სისტემაზე მნიშვნელოვანია
„ჟირონასთან” შეხვედრის წინ „ვალენსიას” ახალმა მწვრთნელმა ვორომ პრეს-კონფერენციაზე ვრცლად ილაპარაკა მიმდინარე საკითხების შესახებ. გთავაზობთ ზოგიერთ კითხვასა და პასუხს, რომლებიც კონკრეტულად „ჟირონასთან” თამაშს კი არა, ზოგადად გუნდთან მუშაობას ეხება. რანაირად აპირებთ მეორე წრეში გუნდთან მუშაობას? მე ბევრჯერ ვმდგარვარ „ვალენსიას” სათავეში, მაგრამ ეს ყოველთვის ძალიან ცოტა ხნით ხდებოდა. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც თანამდებობას შედარებით დიდხანს შემოვრჩი ჩეზარე პრანდელის [...]
მოედანზე იყვნენ რეალი და მამარდაშვილი
მარკო ასენსიო 27 წლის არის და ბოლო 7 წელიწადია „რეალში” თამაშობს. თუკი ამ შესანიშნავ ფეხბურთელს რაიმე დამახასიათებელი ილეთი, გამორჩეული მოძრაობა აქვს, ეს საჯარიმოს მისადგომებიდან მეტოქის კარში ბურთის ლამაზი და მეკარისთვის ძნელად მისაწვდომი ტრაექტორიით შებზრიალებაა. და რა გააკეთა „ვალენსიას” დაცვამ „რეალთან” სტუმრად შეხვედრის 52-ე წუთზე? ასენსიო იმდენ ხანს დატოვა უმეთვალყურეოდ, სანამ პარტნიორმა ბურთი არ მიუგორა, მან [...]
მეექვსედ მოსვლა ანუ ვოროს სიცოცხლე!
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” სალვადორ გონსალესი იგივე ვორო დაუბრუნდა. რაც კლუბს „მერიტონი” ფლობს ვოროს გუნდის ტალახიდან ამოსაყვანად უკვე მეექვსედ იწვევენ — საკმარისია მწვრთნელი მოხსნან, რომ მხსნელად მას ეძახიან. ჩვეულებრივ ვორო მუდამ კედელზე დაკიდებული ცეცხლის ჩამქრობის ფუნქციას ჩინებულად ართმევს თავს, თუმცა Superdeporte-ს მიაჩნია, რომ „ღამურების” ყოფილ ფეხბურთელს ახლა ყველაზე რთულ ამოცანასთან მოუწევს შეჭიდება. ამჯერად სპორტული პრობლემების გარდა [...]





