ტატოს ოქრო, ლუკას ვერცხლი

Home კატეგორიის გარეშე ტატოს ოქრო, ლუკას ვერცხლი
ტატოს ოქრო, ლუკას ვერცხლი
პარიზის „გრანდ სლემის“ მეორე ქართველი ოქროსმედალოსანი ტატო გრიგალაშვილია.
73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე გრიგალაშვილმა იტალიელი ლორენცო პაროსი, იაპონელი კენია კეჰარა, არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილი და თურქი ვედათ ალბაირაქი რომ დაამარცხა, ფინალში გერმანელ ტიმო კაველიუსს დაეჭიდა.
გრიგალაშვილი მთელი ბრძოლის მანძილზე უკეთესი იყო და მეტოქის დამარცხება 2 წუთზე ოდნავ მეტ დროში დროში მოახერხა.
ბრინჯაო ირგუნა ლუკა მაისურაძემ, რომელმაც ჯერ ლიბანელი კარამბოკ საგაიპოვი, ბელგიელი სამი ჩუჩი და თურქი მიხაელ ზგანკ დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან თითქმის 15-წუთიანი ბრძოლა მსაჯებმა არ დაუფასეს და შეხვედრიდან მოხსნეს. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი ლუკას ჩეხი დავიდ კლამერტის დამარცხება მოუწია.
David Finch/Photo by David Finch/Getty Images
 

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.