წელი: 2020

Home 2020
ამასობაში, ნიუკასლი იყიდება
ჩანაწერი

ამასობაში, ნიუკასლი იყიდება

მაიკლ ეშლი სადაცაა დამაგვირგვინებელ საბუთს ხელს მოაწერს. ის აპირებს „ნიუკასლ იუნაიტედი” 300 მილიონ გირვანქად მიჰყიდოს ჯგუფს, რომელსაც ქალბატონი ამანდა სტეივლი ხელმძღვანელობს. სხვადასხვა წყაროები ადასტურებენ, რომ ეშლის თავიდან 340 მილიონი უნდოდა, მაგრამ 40 მილიონი დააკლო. ქაღალდების გაფორმების პროცესი უკვე ბოლოსკენ ყოფილა გასული. ჯგუფს, რომელსაც მისის სტეივლი უდგას სათავეში, თურმე, ზურგს არც მეტი არც ნაკლები საუდის არაბეთის...

სანამ კორონა გადივლიდეს -5
ჩანაწერი

სანამ კორონა გადივლიდეს -5

დასაწყისი იხ: 1 2 3 4 უიღბლო ჯენლტმენები აბა, სად ჭადრაკი და სად ხელჩართული ჩხუბი? თურმე, ასეც ხდება და თანაც საერთაშორისო ტურნირზე. უკრაინელი ანასტასია რახმანგულიევას მწვრთნელმა ჩათვალა, რიმ მისი ოპონენტი ვლადიმირ საკუნის ქცევა უპატივისმცებლობის გამომხატველი იყო და… თავში ჭადრაკის დაფა გადაარტყა. ბუნებრივია, ემოციური მწვრთნელი ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. მესაყვირეობიდან პრეზიდენტობაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი სპორტის...

არსენალმა ფეხბურთელებს მინუს 12.5 შესთავაზა
ჩანაწერი

არსენალმა ფეხბურთელებს მინუს 12.5 შესთავაზა

სანაძლეო – სწორედ ასე თუ მოვნათლავთ შეთავაზებას, რომელიც ლონდონის „არსენალის“ ხელმძღვანელობამ ფეხურთელებს წერილობით დაუგზავნა. საუბარია ხელფასის 12,5 პროცენტით შემცირებაზე მომავალი წლის მარტის ჩათვლით. ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შემთხვევაში სრულად დაიბრუნებენ ამ თანხას, ევროპის ლიგაში მოხვედრით მხოლოდ ნახევარს და ევროსაგზურის გარეშე დარჩენისას – არაფერს. ფეხბურთელებმა შემხვედრი სამპუნქტიანი პირობა წამოაყენეს: 1. წავლენ ხელფასების შემცირებაზე, თუ ეს არ...

რაში მიბაძავს პრემიერლიგა სერია A-ს?
ჩანაწერი

რაში მიბაძავს პრემიერლიგა სერია A-ს?

პრემიერლიგა სერია A-ს გეგმას სწავლობს და დიდი შანსია ინგლისშიც იგივე გაიმეოროს, რასაც იტალიაში აპირებენ: 2020 წელს ყველა საფეხბურთო მატჩის გამართვას მაყურებლის გარეშე ფიქრობენ. COVID 19-ის პანდემიამ იტალია მეტისმეტად დააზარალა. ქვეყანაში 9 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა, რომელიც სულ მცირე 3 მაისამდე გაგრძელდება. ინგლისურმა „დეილი მირორმა” კი გაასაჯაროვა იტალიის ხელისუფლებიდან გამოჟონილი ინფორმაცია, რომ  2021 წლამდე საფეხბურთო მატჩებს მაყურებელი...

საფეხბურთო ქარვასლა კი მუშაობს
ჩანაწერი

საფეხბურთო ქარვასლა კი მუშაობს

ზინედინ ზიდანი ამ ზაფხულს სადიო მანეს ყიდვას შეეცდება. და „ლივერპულის” საპასუხო გეგმა არ მოგწონთ? მაშინ, მერსისაიდელები „პარი სენ ჟერმენიდან” კილიან მბაპეს გადაბირებაზე იმუშავებენ. ცნობილია, რომ „რეალის” თავკაცი 28 წლის სენეგალელის დიდი თაყვანისმცემელია, რაც „ენფილდზე” იციან და მის სარფიან წინადადებას ელიან. მანემ „ლივერპულთან” ბოლო კონტრაქტი წელიწადნახევრის წინ გააფორმა. ამ ხელშეკრულების თანახმად, ის „ლივერპულში” 2023 წლამდე უნდა...

ბედნიერი იყავი, დედა!
ჩანაწერი

ბედნიერი იყავი, დედა!

ნეიმარს მისალოცად აქვს საქმე. დედამისს, ნადინ გონსალესს იმდენად თავბრუდამხვევი რომანი აქვს, უფეხბურთოდ დარჩენილი და ჭორებზე დაქოქილი მედიის მთავარ სამიზნედ იქცა. „არც ვიცი, როგორ მოხდა ის, რაც მოხდა. აუხსნელს ვერ ახსნი,” – ამბობს ნადინ გონსალესი, რომელიც რჩეულის აფიშირებას არ ერიდება. საჩოთირო მხოლოდ ისაა, რომ რჩეული მასზე ზუსტად 30 წლით უმცროსია.. 22 წლის ტიაგო რამოსი ბრაზილიაში ცნობილი...

კორონა სან-სიროზე აფეთქდა
ჩანაწერი

კორონა სან-სიროზე აფეთქდა

უეფას პრეზიდენტს სამშობლოში აკრიტიკებენ. ალექსანდერ ჩეფერინის საქმიანობით სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეშ იანშაა უკმაყოფილო. „ის, რომ ფეხბურთი პანდემიის გამოცხადებიდან მხოლოდ 2 დღის შემდეგ შეწყდა, უპასუხისმგებლო და დანაშაულია. ჩეფერინიმ დაუშვა, რომ ჩემპიონთა ლიგის „ატალანტა“ – „ვალენსიას“ მატჩი ჩატარებულიყო, რაც საბოლოოდ ბიოლოგიური ბომბი გამოდგა. უეფამ არ გაითვალისწინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებები, თუმცა რა გასაკვირია, მათ ხომ მხოლოდ ფული ადარდებთ,”-...

კატა წავიდა
ჩანაწერი

კატა წავიდა

78 წლისა გარდაიცვალა ინგლისის ნაკრებისა და „ჩელსის“ ყოფილი მეკარე პიტერ ბონეტი. მას 600-ზე მეტი მატჩი ჩაეტარებინა არისტოკრატთა მაისურით და 7-ჯერ დაეცვა „სამი ლომის“ ღირსება. რატომ ასე ცოტა? იმიტომ, რომ მაშინ პირველი ნომერი გორდონ ბენქსი გახლდათ. ბონეტი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი გუნდის წევრიც იყო, თუმცა ყველა მატჩში კარს ბენქსი იცავდა. აი, შემდგომ, 1970 წლის მონდიალზე კი...

სამხრეთ აფრიკა აღარ იქნება
ჩანაწერი

სამხრეთ აფრიკა აღარ იქნება

სამხრეთაფრიკული მედიის ცნობით, ზაფხულის ტესტ-მატჩი საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის  ნაკრებებს შორის აღარ გაიმართება. ცხადია, ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიითაა ნაკარნახები, რომელმაც კორექტივები არათუ რაგბში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სგეროში შეიტანა. გამოცემა ირწმუნება, რომ ამ ინფორმაციამ სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირიდან გამოჟონა და მისი გაოფიციალურება მხოლოდ დროის ამბავიაო. მეტად უსიამოვნო ამბავია, მით უფრო, რომ „ქურციკების“ „ბორჯღალოსნებთან“ თუკი 18 ივნისის...

რატომ შერცხვა რიოს?
ჩანაწერი

რატომ შერცხვა რიოს?

2011 წლის „ბარსელონა“ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული გუბდი იყო. პეპ გვარდიოლას გუნდმა იმ სეზონში ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ძალიან მაგარი ფეხბურთი ითამაშა. უპრესტიჟულესი საკლუბო ჯილდოს ფინალში კატალონიელმა გიგანტებმა არანაკლებ ღირსეული „მანჩესტერ იუნიატედი“ უშანსოდ დატოვეს და 3:1 იმარჯვეს. იმის მიუხედავად, რომ სერ ალექსის გუნდს არც ვარსკვლავი აკლდა, არც ქარიზმა და გამოცდილება, პირველივე წუთებიდან...