პრემიერლიგის ფეხბურთელებს ვარჯიშებზე პირდაპირ სპორტულ ტანსაცმელში მოუწევთ მისვლა. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ გასახდელებში არ შეჯგუფდნენ. და კიდევ, ფეხბურთელებს covid 19-ის ტესტებს ბაზაზე მისვლისთანავე, მანქანებში გაუკეთებენ. ეს მოსაზრებები კლუბების წარმომადგენლებმა გუშინ გამართული ვიდეოკონფერენციის დროს განიხილეს. მათ უნდათ, რომ მოთამაშეებმა შენობაში, შეჯგუფულად, რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარონ. როდის განაახლებენ ინგლისელები ვარჯიშებს? სავარაუდოდ, მაისში. და ისინი ალბათ გერმანელებს...
წელი: 2020
30 ივნისი ან წერტილი
პრემიერლიგის ცხრა კლუბი, რომელთა სახელებიც არ სახელდება, ჩემპიონატის ისეთ ვადებში განახლებას მოითხოვს, რომ დარჩენილი 9 ტური 30 ივნისამდე მოესწროს. მათივე აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდეს. რატომ მაინც და მაინც 30 ივნისი? მოგეხსენებათ, თითქმის ყველა კლუბი ფეხბურთელებთან კონტრაქტებს ამა თუ იმ წლის 30 ივნისამდე აფორმებს. წლეულს უამრავ ვარსკვლავს ან წამყვან ფეხბურთელს სწორედ ამ დღეს უმთავრდება...
პრემიერლიგა 35-დღეში
ინგლისში აქტიურად ვრცელდება სხვადახვა ვარიანტი საფეხბურთო ცხოვრების გაგრძრლებასთან დაკავშირებით. ყველაზე სარწმუნო ვერსიას კი ბრიტანული Telegraph-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, პრემიერლიგა ივნისის დასაწყისში უნდა განახლდეს და სულ რაღაც 35 დღეში დასრულდეს. მატჩების რაოდენობა არ შემცირდება, უბრალოდ გუნდები ყოველ სამ დღეში ერთხელ ითამაშებენ, ანუ კვირაში ორ მატჩს ჩაატარებენ, თანაც დახურულ კარს მიღმა. არსებობს ვერსია, რომ შეხვედრები ნეიტრალურ მოედნებზე...
რეალის ფორვარდს იჭერენ?
მადრიდის „რეალის“ ფორვარდ ლუკა იოვიჩს მშობლიური სერბეთის პროკურატურაში გამოცხადება და ჩვენების მიცემა მოუწევს. ესპანეთიდან სერბეთში ჩასულმა იოვიჩმა სავალდებულო კარანტინის წესები დაარღვია და ბელგრადის ქუჩებში სასეირნოდ გავიდა. მოსახლეობაში აღშფოთების ტალღა იმდენად მძაფრი იყო, რომ საკითხს ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი გამოეხმაურა. სერბული კანონმდებლობით, კარანტინის წესების დარღვევაზე სასჯელი 1275 ევრო ჯარიმიდან 3-წლიან პატიმრობამდე მერყეობს.
ინფორმაცია კი იჟონება
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ როგორც სხვადასხვა წყაროებიდან გახდა ცნობილი, რამდენიმე დღის წინ ზინედინ ზიდანმა „რეალის” ფეხბურთელებთან ვიდეოკონფერენცია მოაწყო. ონლაინ შეკრების მიზანი შინ სხდომის დროს ვარჯიშის გამოცდილების გაზიარება და გუნდური სულისკვეთების შენარჩუნება თუ გამოცოცხლება გახლდათ. გაირკვა, რომ შეკრების და მისი დეტალების შესახებ ინფორმაციას საჯაროდ გაუჟონავს, რასაც მადრიდელთა ფრანგი მწვრთნელი სასტიკად გაუბრაზებია. „სპორტი” ამტკიცებს, რომ ამ ამბის...
ნევილის კაცობა
პრემიერლიგა პრემიერლიგად და ინგლისში ქვეყნის საფეხბურთო ლიგაც არსებობს, რომლის კლუბები კორონავირუსმა მძიმე მატერიალურ დღეში ჩააგდო. სწორედ მათ და ფეხბურთელებს შორის დაიძაბა ურთიერთობა. მიზეზი გასაგებია: კლუბებს უნდათ მოთამაშეებს ხელფასები შეუმცირონ, რაც ამ უკანასკნელთ არ მოსწონთ. და ამ დაპირისპირების მომრიგებლად გადაწყვიტეს „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი გარი ნევილი გამოიყვანონ. ცხადია, საქმეში პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციაც არის ჩართული. ნევილი, რომელიც...
ფანკლუბები ფეხბურთის წინააღმდეგ
საფრანგეთში ეროვნული ჩემპიონატის გაგრძელებას 3, უკიდურეს შემთხვევაში კი 17 ივნისიდან გეგმავენ. ლიგის ბოსებს მომავალი, 2020/2021 წლების პირველობის დაწყება 23 აგვისტოს სურს. შესაბამისად, ამ სეზონის დარჩენილი ტურები 25 ივლისისთვის უნდა დასრულდეს. ამ გეგმის თანახმად, მატჩები ცარიელი ტრიბუნების წინ გაიმართება. ლიგის ბოსების ამ გეგმას ორშაბათს 45 ფანკლუბის ერთობლივი განცხადება მოჰყვა. მას ხელს პსჟ-ის, “ბორდოს”, “ნანტის”, “სენტ-ეტიენის”, “რენის”,...
ძმები უილიამსებიო
ყველა ხუმრობა ხუმრობა არ არის და რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა შამილ ტარპიშევმა ეს საკუთარ თავზე იწვნია. პოპულარულ გადაცემა „საღამოს ურგანტში“ სტუმრობისას წამყვანმა ივან ურგანტმა ტარპიშევი მარტივ პროვოკაციაზე წამოაგო: „მე ვიყავი ოლიმპიადაზე, როდესაც ჩვენი მაშა შარაპოვა იმ ამერეკილებიდან ერთ-ერთს ეთამაშებოდა. აი, იმათგან…“. ტარპიშევმა არ დაახანა და მისი აზრით მოსწრებულად იხუმრა: „ძმები უილიამსებიდან?“ ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის შეფებს...
ასპრილია ახალ ნიუკასლს შეჰხარის
კოლუმბიელი ვეტერანი ფაუსტინო ასპრილია ის კაცია, რომელსაც „ნიუკასლ იუნაიტედის” კარგი დროება ახსოვს. მან „სენტ ჯემს პარკზე” სამი სეზონი გაატარა და იცის, რომ ამ გუნდისთვის მაყურებელთან ერთობა ბევრ რამეს ნიშნავს. დღეს, როდესაც ძველი მეპატრონე მაიკ ეშლი „კაჭკაჭებს” ყიდის და კლუბს საუდის არაბეთთან დაკავშირებული ახალი ბიზნეს-ჯგუფი ყიდულობს, ტინომ ხმა ამოიღო და ძუნწ კაცად ცნობილი ეშლი გააკრიტიკა. ის კმაყოფილია,...
ბარსა ერთობაშია!
ესპანეთში, კერძოდ ბარსელონაში, საფეხბურთო აქტივობა 13 მარტს შეჩერდა, მაგრამ არა ონლაინ. კორონავირუსმა, მოგეხსენებათ, მოთამაშეები შინ ჩაკეტა და იქ ავარჯიშებს ინდივიდუალური პროგრამით. საბედნიეროდ, ლა ლიგის ფეხბურთელებს სავარჯიშო ფართობი შინაც ჰყოფნით და ეზოშიც. „ბარსამ” გადაწყვიტა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს ინტერნეტ კონფერენციებიც დაამატოს და ამით გუნდური სულისკვეთება შეინარჩუნოს. თან, ეს ამბავი ფანებსაც გაუზიარა. გულშემატკივარმა ნახა, რომ ფეხბურთელები ვირტუალურად, მაგრამ...









