ყველა ხუმრობა ხუმრობა არ არის და რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა შამილ ტარპიშევმა ეს საკუთარ თავზე იწვნია.პოპულარულ გადაცემა „საღამოს ურგანტში“ სტუმრობისას წამყვანმა ივან ურგანტმა ტარპიშევი მარტივ პროვოკაციაზე წამოაგო: „მე ვიყავი ოლიმპიადაზე, როდესაც ჩვენი მაშა შარაპოვა იმ ამერეკილებიდან ერთ-ერთს ეთამაშებოდა. აი, იმათგან…“. ტარპიშევმა არ დაახანა და მისი აზრით მოსწრებულად იხუმრა: „ძმები უილიამსებიდან?“
ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის შეფებს იუმორის გრძნობა არ აღმოაჩნდათ და ეს სიტყვები სერენა და ვინუს უილიამსების შეურაცხყოფად ჩაუთვალეს. შამილ ტარპიშევს ერთი წლით აეკრაძალა WTA-ს ეგიდით ტურნირებზე გამიჩენა და 25 ათასი დოლარის გადახდაც დაეკისრა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
