ყველა ხუმრობა ხუმრობა არ არის და რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა შამილ ტარპიშევმა ეს საკუთარ თავზე იწვნია. პოპულარულ გადაცემა „საღამოს ურგანტში“ სტუმრობისას წამყვანმა ივან ურგანტმა ტარპიშევი მარტივ პროვოკაციაზე წამოაგო: „მე ვიყავი ოლიმპიადაზე, როდესაც ჩვენი მაშა შარაპოვა იმ ამერეკილებიდან ერთ-ერთს ეთამაშებოდა. აი, იმათგან…“. ტარპიშევმა არ დაახანა და მისი აზრით მოსწრებულად იხუმრა: „ძმები უილიამსებიდან?“ ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის შეფებს...
