წელი: 2020

Home 2020
ფანი ბუნების მოვლენებთან ბრძოლაში
ჩანაწერი

ფანი ბუნების მოვლენებთან ბრძოლაში

უცნაური ამბავია: ასეთი საფეხბურთო კვირა გვქონდა და ლაპარაკი ერთი ჩვეულებრივი რამით დაიწყო. სინათლე! სინათლე ჩვენს ფანჯრებში. ფანჯრებში კი ტელევიზორს ვგულისხმობ, რადგან ღირსეული ანტენით შეჭურვილი ტელევიზორი დღეს ნამდვილი ფანჯარაა ევროპაში, გამორჩევით კი საფეხბურთო ფანისათვის. რა, რა და ტელევიზორი მთავარი რამ არის. არიან „დვიჟოკიანი“ ქომაგები, „დვიჟოკიანი“ დაწესებულებები. არიან ქომაგები, რომლებიც კლუბებში ან კიდევ ტელეკომპანიებსა და გაზეთების რედაქციებში...

პოგბას დედას სცოდნია
ჩანაწერი

პოგბას დედას სცოდნია

2012 წლის ამბავს პოლ პოგბა ასე იგონებს: „მანჩესტერ იუნაიტედიდან” იმიტომ წავედი, რომ ალექს ფერგიუსონი არ მათამაშებდა და გავბრაზდიო. არადა, ყოველთვის იმას ამბობდნენ, რომ პოგბამ კლუბთან რაღაც საკონტრაქტო საკითხი ვერ მოაგვარა და ფრანგის „იუვენტუსში” გაქცევის მიზეზიც თითქოსდა ეს იყო. იმხანად, ტურინელები პოგბას კვირაში 30 000 გირვანქის ტოლ ევროებს სთავაზობდნენ, რაც მის მანჩესტერულ გასამრჯელოზე ორჯერ მეტი გახლდათ....

სანამ კორონა გადივლიდეს – 4
ჩანაწერი

სანამ კორონა გადივლიდეს – 4

ჭოკზე ცოცვაც სპორტია? 2004 წელს ამერიკულ სენტ-ლუისში ჩასულ იაპონელ სავაო ფუმის მანამდე თვალით არ ენახა ჭოკით მხტომელთა ასპარეზობა. ამას ხელი არ შეუშლია, სწორედ ამ სახეობაში დარეგისტრირებულიყო და კარგი მყარი ჭოკიც იშოვა. როცა მისი ჯერი დადგა, იაპონელი აუღელვებლად მივიდა ძელებთან, რომელზეც თამასაა გადებული, ჭოკი მყარად ჩაარჭო ქვიშაში, უსწრაფესად აცოცდა და მეორე მხარეს გადახტა – ეგონა, რომ...

პრემიერლიგის საშველი
ჩანაწერი

პრემიერლიგის საშველი

ინგლისური პრემიერლიგის ბოსები ჯერ კიდევ იმის იმედად არიან, რომ სეზონს როგორმე ჩაამთავრებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ტელეუფლებების გაყიდვით მიღებული 762 მილიონი გირვანქა ექნებათ დასაბრუნებელი, ეს კი კლუბებსაც სერიოზულად აზარალებს. საშველი იქიდან მოვიდა, საიდანაც სანქციებს ელოდნენ: Sky Sports არ მოითხოვს პრემიერლიგისგან თანხის დაბრუნებას. არადა, ხსენებული 762-დან 371 მილიონი სწორედ მის წილად მოდის. სანაცვლოდ კომპანია მომავალი წლების ტელეუფლებებზე ხელშეკრულების...

ოპტიმიზმი: ლიგა აგვისტოში
ჩანაწერი

ოპტიმიზმი: ლიგა აგვისტოში

ბრიტანული მედიის ცნობით, უეფა სულ უფრო მეტად იხრება იმ ვერსიისკენ, რომ ჩემპიონთა ლიგისა და ევრიპა ლიგის დარჩენილი ნაწილი აგვისტოში გაიმართოს. მთლიანად ეს პროცესი სამ კვირაში უნდა ჩაეტიოს. ამავე გეგმის თანახმად, ეროვნული ჩემპიონატები არაუგვიანეს ივნისის შუა რიცხვებისა უნდა განახლდეს და ივლისის ბოლომდე დასრულდეს. აპრილში უეფამ ევროტურნირები უვადოდ გადადო და გაჩნდა ვარაუდი, რომ ევროთასები შემოდგომით დაგვიბრუნდებოდა. უეფას...

კორონა სევილიაში იბურთავებს
ჩანაწერი

კორონა სევილიაში იბურთავებს

ესპანურმა „სევილიამ“ უკვე დაიწყო მზადება სატრანსფერო ფანჯრისთვის. ზაფხულში მათი უმთავრესი სამიზნე „პორტუს“ 27 წლის მექსიკელი ნახევარმცველი ხესუს კორონა იქნება. პორტუგალიელებთან კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 50 მილიონია დათქმული, თუმცა „რამონ სანჩეს პისხუანზე“ იმედოვნებენ, რომ ამ უკვე საშიში გვარის კაცზე ფასის 30 მილიონამდე დაწევას შეძლებენ. კორონა „სევილიაში“ ლუკას ოკამპოსს ჩაანაცვლებს. ამ უკანასკნელის რამდენიმე მსურველ კლუბს შორის ყველაზე მეტად „დორტმუნდი“...

ბარსელონას უფროსობა დაიშალა
ჩანაწერი

ბარსელონას უფროსობა დაიშალა

„ბარსელონას“ დატრიალებულმა ქარიშხალმა კიდევ ერთხელ და ახალი სიმძლავრით დაუბერა. განხეთქილება კლუბის ბოსებს შორის იქამდე მივიდა, რომ აღმასრულებელი საბჭოს ექვსმა წევრმა თანამდებობა დატოვა. პოსტიდან წასვლის შესახებ მათ პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბართომეუს უკვე შეატყობინეს. მას სამუშაო მაგიდაზე თავისი გუნდის წევრების მიერ ხელმოწერილი განცხადება დახვდა. წამსვლელებმა წერილით ბართომეუს თავიანთი გადაწყვეტილების მიზეზები მკაფიოდ აუხსნეს. გუნდი ვიცე-პრეზიდენტებმა ემილ რუსანდამ და...

საშიში მხეცი
ჩანაწერი

საშიში მხეცი

2019 წლის ოქტომბერში, 38 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „ლოს ანჯელეს გალაქსიში” ბოლო მატჩი ჩაატარა და „მილანში” გადაბარგდა. შვედის წასვლამ კალიფორნიული გუნდის გულშემატკივრებს გული დაწყვიტა, მაგრამ თანაგუნდელებს, სავარაუდოდ, არა… ეს „სან ხოსე ერსქუეიქის” გერმანელი მოთამაშისგან, ფლორიან იუნგვირთისგან გახდა ცნობილი. იუნგვირთი 31 წლისაა. ადრე ის „მიუნხენ 1860″-ში, დრეზდენის „დინამოში”, „ბოხუმში” და „დარმშტადტ 98″-ში გამოდიოდა. მან იბრაჰიმოვიჩის ამბავი „ტვიტერზე”...

სოსიედადს ვეღარ აბამენ
ჩანაწერი

სოსიედადს ვეღარ აბამენ

სრულიად მოულოდნელად, „რეალ სოსიედადმა” გადაწყვიტა სამშაბათს ვარჯიშები განაახლოს. ეს ამბავი საჯაროდ რადიო COPE-მ გამოაცხადა, რომელმაც მოისმინა გუნდის მწვრთნელის იმანოლის საუბარი თავის ფეხბურთელებთან. თუ ეს ამბავი მართალი გამოდგება, მაშინ სან სებასტიანელები გახდებიან პირველები, ვინც კორონავირუსის მიერ დაჩაგრულ ესპანეთში საფეხბურთო ცხოვრებას აღადგენენ. „რეალ სოსიედადი” გახლავთ გუნდი, რომელიც შეწყვეტილი ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში მონაწილეობდა. მან 10 მარტს, უმაყურებლოდ, სტუმრად ითამაშა...

სანამ კორონა გადივლიდეს – 3
ჩანაწერი

სანამ კორონა გადივლიდეს – 3

ძაღლი გარინჩას ერგო ჩილეში გამართული 1962 წლის მონდიალის მეოთხედფინალი ბრაზილია-ინგლისი ისტორიაში მხოლოდ დიდებული გარინჩას დუბლით როდი შევიდა. შეხვედრის მსვლელობისას მოედანზე მაწანწალა ძაღლი გამოჩნდა. მსაჯის და მის დასახმარებლად მობილიზებული პოლიციელების ძალისხმევა უნაყოფო აღმოჩნდა.. ცუგა ვერავინ მოიხელთა. სიტუაციაში სხვებზე უკეთ ინგლისელი ჯიმი გრივზი გაერკვა. ძაღლების დიდი მოყვარული გრივზი ოთხზე დადგა და ისე მოუხმო. ცუგო ენდო, მაგრამ როცა...