ბრიტანული მედიის ცნობით, უეფა სულ უფრო მეტად იხრება იმ ვერსიისკენ, რომ ჩემპიონთა ლიგისა და ევრიპა ლიგის დარჩენილი ნაწილი აგვისტოში გაიმართოს. მთლიანად ეს პროცესი სამ კვირაში უნდა ჩაეტიოს.ამავე გეგმის თანახმად, ეროვნული ჩემპიონატები არაუგვიანეს ივნისის შუა რიცხვებისა უნდა განახლდეს და ივლისის ბოლომდე დასრულდეს.
აპრილში უეფამ ევროტურნირები უვადოდ გადადო და გაჩნდა ვარაუდი, რომ ევროთასები შემოდგომით დაგვიბრუნდებოდა.
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა უკვე დააფიქსირა პოზიცია, რომ სექტემბრისთვის ამ საქმის გადადება გამოუსწორებლად აზარალებს მომავალი სეზონის კალენდარსაც.
იმავე წყაროს ინფორმაციით, ზემოთ მოყვანილი გრაფიკი უეფაში ყველაზე ოპტიმისტურად, შესაბამისად კი პრიორიტეტულად ითვლება.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
