2011 წლის „ბარსელონა“ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული გუბდი იყო. პეპ გვარდიოლას გუნდმა იმ სეზონში ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ძალიან მაგარი ფეხბურთი ითამაშა.უპრესტიჟულესი საკლუბო ჯილდოს ფინალში კატალონიელმა გიგანტებმა არანაკლებ ღირსეული „მანჩესტერ იუნიატედი“ უშანსოდ დატოვეს და 3:1 იმარჯვეს. იმის მიუხედავად, რომ სერ ალექსის გუნდს არც ვარსკვლავი აკლდა, არც ქარიზმა და გამოცდილება, პირველივე წუთებიდან ცხადი იყო, რომ ევროპული თასი ესპანეთში გამეგზავრებოდა. თანაც, მანკუნიანელთა სამშობლოდან და ლეგენდარული „უემბლიდან“.
იმ ღამეს, რომელიც ლეო მესისთვის დიდების მწვერვალზე ასასვლელი, ალექს ფერგიუსონისთვის კი უძილო აღმოჩნდა, რიო ფერდინანდი ასე იხსენებს.
„მესის წარმოუდგენელი თვითრწმენა ჰქონდა. ის უბრალოდ მკვლელია. რონალდინიო ჯადოქარია, მაგრამ მესი სულ სხვაა. ის ჩვეულებრივი მკვლელია, რომელიც ყველა ეპიზოდს გოლით ან პასით ასრულებს. „ბარსელონა“ სკოლის მოსწავლეებივით მოგვექცა და გაკვეთილი ჩაგვიტარა. მე, გიგზი და სქოულზი თავჩარგულები ვიდექით და ვუყურებდით როგორ აწიეს თასი, ბიჭებს ვუთხარი: „მრცხვენია!“, – იხსენებს „წითელი ეშმაკების“ ვეტერანი მცველი.
გახსოვთ, „ბარსამ“ პედრო როდრიგესის, ლეო მესის და დავიდ ვილას გოლებით იმარჯვა, წითლებიდან კი უეინ რუნიმ გაიტანა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
