სამხრეთაფრიკული მედიის ცნობით, ზაფხულის ტესტ-მატჩი საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს შორის აღარ გაიმართება.
ცხადია, ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიითაა ნაკარნახები, რომელმაც კორექტივები არათუ რაგბში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სგეროში შეიტანა. გამოცემა ირწმუნება, რომ ამ ინფორმაციამ სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირიდან გამოჟონა და მისი გაოფიციალურება მხოლოდ დროის ამბავიაო.
მეტად უსიამოვნო ამბავია, მით უფრო, რომ „ქურციკების“ „ბორჯღალოსნებთან“ თუკი 18 ივნისის გასამართი ტესტი გაუქმდა, შოტლანდიასთან 4 და 11 ივლისისთვის დანიშნული შეხვედრები ოქტომბრისთვის გადაიტანეს! არადა „ქურციკებს“ შემოდგომაზე ისედაც 4 ტესტი ელოდათ და სქოთების ჩათვლით, მათი რაოდენობა 6-მდე (!) გაიზრდება…
მოკლედ, ეს ჯერჯერობით არაოფიციალური ინფორმაციაა და იმედია, ის არ დადასტურდება იმ სახით, რომლითაც ჩვენ მოგაწოდეთ. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ქართული ფრენჩაიზის შექმნისა და მისი აფრიკულივე ქერის თასში ჩართვის საკითხიც. ეს ტურნირი აგვისტო-სექტემბერში უნდა გაიმართოს.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 23:08შოკი შვანგირაძისგან
რაგბი05/09/2026 | 13:33ევროპის ტოპ-ლიგაში 42 ქართველია
აქეთურ-იქითური29/08/2026 | 20:22ტური 6 დებიუტით
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 15:0652 ქართველით და ხმაურიანი ტრანსფერებით
