78 წლისა გარდაიცვალა ინგლისის ნაკრებისა და „ჩელსის“ ყოფილი მეკარე პიტერ ბონეტი. მას 600-ზე მეტი მატჩი ჩაეტარებინა არისტოკრატთა მაისურით და 7-ჯერ დაეცვა „სამი ლომის“ ღირსება. რატომ ასე ცოტა? იმიტომ, რომ მაშინ პირველი ნომერი გორდონ ბენქსი გახლდათ.
ბონეტი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი გუნდის წევრიც იყო, თუმცა ყველა მატჩში კარს ბენქსი იცავდა.
აი, შემდგომ, 1970 წლის მონდიალზე კი ლეგენდარული მეოთხეფინალის მონაწილე გახდა, რომელშიც დასავლეთ გერმანიამ ინგლისი დამატებით დროში 3:2 დაამარცხა. ინგლისელები 2:0 იგებდნენ, მაგრამ გერმანელები რის გერმანელები იქნებოდნენ, მაინც არ გაემარჯვათ. მაშინ ბენქსი მატჩის წინა დღეს საკვებით მოიწამლა და მისი ადგილი ბონეტიმ დაიკავა. მერე აბრალებდნენ, ორი გოლი ისეთი გაუშვა, ბენქსი რომ ყოფილიყო, ნახევარფინალში უეჭველი ინგლისელები გავიდოდნენო.
„ჩელსიში“ მან ჯამში 18 წელიწადი გაატარა. მოიგო ქვეყნის ასოციაციისა და ლიგის თასები, 1971-ში კი თასების მფლობელთა თასს დაეუფლა.
მეტსახელად კატას უწოდებდნენ. მაღალი არ იყო, მაგრამ საოცარი რეაქცია ჰქონდა.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
სიახლეები26/05/2026 | 21:25ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:09მბაპე 70
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:04ხვიჩა მოიგებს
