წელი: 2020

Home 2020
ოლიმპიაკოსს ქვედა ლიგას უსჯიან
ჩანაწერი

ოლიმპიაკოსს ქვედა ლიგას უსჯიან

საბერძნეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, ქვეყნის 44-გზის ჩემპიონი პირეოსის „ოლიმპიაკოსი,“ შესაძლოა, ქვედა ლიგაში მიაბრძანონ. საქმე ეხება 2015 წელს გამართულ მატჩს „ოლიმპიაკოსსა“ და „ათრომიტოსს“ შორის. ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, მატჩი გარიგებული იყო და საბუკმეკერო კანტორებიდან მოგების მიღებას ემსახურებოდა. მაშინ „თეთრ-წითლებმა“ 2:1 გაიმარჯვეს. ბრალი ედებათ თავად კლუბების მეპატრონეებს – ევანგელოს მარინაკისს (ოლიმპიაკოსი) და გეორგოს სპანისს (ათრომიტოსი), აგრეთვე ფეხბურთის ფედერაციის...

ყველაზე ცუდი კაცი, ვინც ოდესმე შემხვედრია
ჩანაწერი

ყველაზე ცუდი კაცი, ვინც ოდესმე შემხვედრია

ოცდაათი წელი გავიდა მას მერე, რაც რომის „სტადიო ოლიმპიკოზე”, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, არგენტინამ გერმანიასთან 0:1 წააგო. იმ დღეს, მოედანზე, ყველაზე შესამჩნევი ფიგურა დიეგო მარადონა იყო. ამ შემთხვევაში შესამჩნევი უფრო ქცევით, ვიდრე თამაშით — ბუმბერაზ ფეხბურთელს კარიერაში იმდღევანდელზე ძლიერადაც უთამაშია. შეხვედრის ბედი კი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც გერმანელებმა პენალტით გაიტანეს და ამ პენალტზე დღემდე დაობენ. შეხვედრის...

ემერიკული მადა და პერსპექტივა
ჩანაწერი

ემერიკული მადა და პერსპექტივა

პიერ-ემერიკ ობამეიანგის მყიდველთა რიგში პირველი „ინტერია”, „არსენალი” კი მზად არის თავისი 30 წლის კაპიტნის მთხოვნელებს მოუსმინოს და ევაჭროს. კლუბმა თავდამსხმელთან ახალი მოლაპარაკებები გასული კვირის ბოლოს შეწყვიტა. ობამეიანგის ფასად 56 მილიონი გირვანქაა დათქმული. გაბონელს ჩრდილოლონდონელებთან კონტრაქტის ვადა გაისად ამ დროს ეწურება. ამიტომ, კლუბმა გადაწყვიტა ფეხბურთელი ახლავე გაყიდოს, თორემ ერთ წელიწადში მასში კაპიკს ვეღარ აიღებს. ზემოთ „ინტერი”...

შენიღბული ბუნდესლიგა
ჩანაწერი

შენიღბული ბუნდესლიგა

გერმანული ფეხბურთი იძულებითი უქმობიდან დაბრუნებას უკვე მაისში გეგმავს, თუმცა პანდემიის საფრთხეს ჯერ არ გადაუვლია. აქედან გამომდინარე გაჟღერებულ ისედაც ზემკაცრ რეგულაციებს ერთიც დაემატება: ფეხბურთელები მოედანზე დამცავი ნიღბებით გავლენ. ბუნებრივია, ნიღაბში თამაში სერიოზულად აისახება ფეხბურთელის გამძლეობაზე… მცირედი შეღავათი იქნება 15 წუთში ერთხელ შეხვედრის სავალდებულო შეჩერება, რომლის დროსაც ფეხბურთელებმა ნიღბები უნდა გამოიცვალონ – მედიკოსთა აზრით, დროის ეს მონაკვეთიც...

ლა ლიგა ტექნიკურით დაიმუქრა
ჩანაწერი

ლა ლიგა ტექნიკურით დაიმუქრა

ესპანერი ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ჩემპიონატის განახლების ხმალამოღებული მომხრეა. მას შემდეგ, რაც პრიმერას კლუბების დიდი ნაწილის ყოყმანი შენიშნა, ტებასი პირდაპირ მუქარაზე გადავიდა. „პირველ ეტაპზე კლუბებს, რომლებიც არ გამოცხადდებიან თამაშზე, ტექნიკურ წაგებას ჩავუთვლით. ამას ჩვენი დებულება ითვალისწინებს და ახალი არაფერია. თუ გუნდი სათამაშოდ გავა, მაგრამ მისი რომელიმე ფეხბურთელი უარს იტყვის, სასჯელი ასევე მკაცრი იქნება,“ –...

ესპანელი კაპიტნები შიშობენ
ჩანაწერი

ესპანელი კაპიტნები შიშობენ

ლა ლიგის ფეხბურთელები შეწყვეტილი ჩემპიონატის განახლებას დიდი სიფრთხილით ეკიდებიან, ასე რომ ხმები იმის შესახებ, თითქოს ესპანეთში მალე ისევ ათამაშდებიან, როგორც ჩანს გადაჭარბებულია. მართლაც, იბერიის ნახევარკუნძულზე კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა ჯერ ისევ მაღალია. როგორც კატალონიური „სპორტი” წერს, პრიმერადივიზიონის კლუბების კაპიტნებმა თავიანთი სიფრთხილის შესახებ ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციას ვიდეოკონფერენციაზე გამოუცხადეს. აქ არ არის ლაპარაკი კაპიტნების მიერ ფარული კენჭისყრით მიღებულ...

მანჩესტერმა, ტრანსფერებზე ბოდიშიო
ჩანაწერი

მანჩესტერმა, ტრანსფერებზე ბოდიშიო

ამ ზაფხულს, „მანჩესტერ იუნაიტედისგან” დიდ სატრანსფერო აქტიურობას ელოდნენ, მაგრამ კლუბის ვიცე-თავმჯდომარემ ედ ვუდვორდმა თქვა, კორონავირუსის პანდემიის გამო სრულიად შესაძლებელია ფეხბურთელების ბაზრობაზე ძალიან წყნარად მოვიქცეთო. უფრო ზუსტად, ვუდვორდმა თქვა, რომ მისი აზრით, ფულის ხარჯვისგან თავს მარტო „მანჩესტერ იუნაიტედი” კი არ შეიკავებს, არამედ, ზოგადად, ფეხბურთის კლუბები შეიკავებენ, რადგან ისინი ფინანსურად დაზარალდნენ. ვერ გეტყვით, ასეთი განცხადებით „ოლდ ტრეფორდის”...

პრემიერლიგაც წკიპზეა
ჩანაწერი

პრემიერლიგაც წკიპზეა

პრემიერლიგის დაბრუნებაზე უკვე ისე ინტენსიურად ლაპარაკობენ, რომ როგორც ჩანს მალე ინგლისში ბურთი მართლა გაგორდება. ამჯერად, დაიწერა, რომ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი თავადაც ემხრობა შეწყვეტილი სეზონის განახლებას და სეფე სიტყვას 7 მაისს იტყვის. კორონავირუსის პანდემიამ ალბიონზე ჩემპიონატი მარტის დასაწყისში გააჩერა, მაგრამ ახლა გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა, ოღონდ… რასაკვირველია უმაყურებლოდ. მაყურებელთან დაკავშირებით: არსებობს ჯანმრთელობისა და კულტურის სამინისტროების...

კორონამ ნიდერლანდი დაამარცხა
ჩანაწერი

კორონამ ნიდერლანდი დაამარცხა

ნიდერლანდური ფეხბურთის მამებმა კორონავირუსის პანდემიისგან თავის დაზღღვევა გადაწყვიტეს და მეზობლების მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს – ისევე, როგორც ბელგიაში, სეზონი დახურულად გამოცხადაა. არადა, ერედივიზიონში გამორჩეულად კარგი სეზონი გამოდიოდა. „ალკმაარი“, რომელსაც 12 წელიწადია ტიტული არ მოუგია, მოქმედ ჩემპიონ ამსტერდამის „აიაქსთან“ პირველობას იყოფდა და გულშემატკივარს დაძაბული ფინალი ელოდა. ახლა კი, ჩემპიონად არავინ გამოცხადდება. სამაგიეროდ, ეს გადაწყვეტილება სახეიროა აუტსაიდერებისთვის –...

ზიდანი ალჟირის ნაკრებში
ჩანაწერი

ზიდანი ალჟირის ნაკრებში

ზინედინ ზიდანის ვაჟი, 21 წლის მეკარე ლუკა ზიდანი ალჟირის ნაკრებში ითამაშებს. ზიზუ რომ წარმოშობით ალჟირელია, ეს იცით და მის ბერბერულ ფესვებზე აღარ დავწერთ. საფრანგეთის ნაკრების დიდი ათიანის ერთ-ერთი შვილი, ლუკა, „რეალის“ საკუთრებაა და ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის „რასინგშია“ განათხოვრებული. სწორედ იმ „რასინგში“, სადაც ჩვენიანი შემტევი გიორგი პაპუნაშვილი თამაშობს. ლუკა ზიდანი ნამდვილად ვერაა იმ დონის, რომ „ლურჯებში“...