ამიერიდან კარგად ვიცი, როგორ მოვიქცე სტადიონზე. უფრო სწორად, ვიცი, რა არის საჭირო იმისთვის, რომ გუნდმა ქომაგის მხარდაჭერა იგრძნოს. ამისათვის უპირველესად ის არის საჭირო, რომ ქომაგმა ანალიტიკოსობას არ მიჰყოს ხელი და საყვარელი გუნდის ავ-კარგის გარჩევას სტადიონზევე, თამაშის მსოვლეობისას არ მოჰყვეს. სტადიონზე გუნდს მხარდაჭერა უფრო სჭირდება, ვიდრე ანალიზი და კომენტარი. რახან გულშემატკივარი ანალიტიკოსობას შეეშვება, ამით ნახევარი საქმე...
წელი: 2020
მოგატყუეთ!
ჯეიმი კარაგერმა ჯონ ტერისთან ლაპარაკში ფერნანდო ტორესის „ლივერპულიდან” „ჩელსიში” გადასვლის ამბავი გაიხსენა და თქვა, მაშინ, ჩვენ, ლივერპულელებმა, ძალიან კარგად ვიცოდით, რომ გატყუებდით, ტორესი 50 მილიონი ნამდვილად აღარ ღირდა და რომ მოტყუვდით, გაოცებისგან პირი დავაღეთო. „ენფილდის” ლეგენდამ დასძინა, რომ 2011 წელს „ელ ნინო” უკვე თავისი თავის ჩრდილიღა იყო. ფერნანდო ტორესი „ლივერპულში” „ატლეტიკოდან” 2007 წელს გადავიდა და...
რას შეცვლის გერმანულ და ზოგადად ევროპულ ფეხბურთში covid 19?
ეს იქნება ფეხბურთი, მაგრამ, ჩვენ რომ ვიცნობდით, ის აღარასოდეს დაბრუნდება. ფეხბურთი, სხვა გახდება გულშემატკივრებისთვის, რომელთაც ამიერიდან, 2020 წლის ბოლომდე და ალბათ, ერთხანს მერეც, შინიდან მოუწევთ თამაშების ნახვა. მაგრამ, ის კიდევ უფრო მეტად შეიცვლება მოთამაშეებისა და მწვრთნელებისთვის, პერსონალისთვის, ავტობუსის მძღოლებისა და დაცვის თანამშრომლებისთვისაც კი. პრემიერლიგის შეფებმა პირობა დადეს, რომ როგორც კი ხელისუფლება მწვანეს აუნთებთ, შეწყვეტილ ჩემპიონატს...
შევარდნაძე, გურია, ანშლაგი…
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას ანალოგი არ ახსოვს: საყვარელი გუნდის საქომაგოდ სტადიონზე ორნახევარჯერ მეტი მაყურებელი დადიოდა, ვიდრე ამ ქალაქის მთელი მოსახლეობა იყო. ამის შემოქმედი წინა საუკუნის 80-იანი წლების ლანჩხუთი და იქაური „გურია“ გახლდათ. 9-ათასიან ლანჩხუთში 22-ათასიან სტადიონზე პირველი ანშლაგი 1987 წლის 14 მარტს დაფიქსირდა, როცა პატარა რაიონული ცენტრის უმაღლეს ლიგაში აღზევებულ გუნდთან სტუმრად მოსკოვის „სპარტაკი“ ჩამოვიდა. და...
Gucci და ვარდის კარტოფილი
უქმობს მსოფლიო სპორტი და სხვების დარად თვითიზოლაციაში წავიდნენ საფეხბურთო ვარსკვლავებიც… განა რამდენ „ჩელენჯში“ უნდა ჩაებას ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას მიჩვეული ადამიანი, რომ მთელი თავისუფალი დრო მოკლას? აგერ, მაგალითად ინგლისის ნაკრებისა და „ლესტერის“ ჯეიმი ვარდმა საკუთარ ბაღ-ბოსტანს მიაშურა და თუ ფოტოებით ვიმსჯელებთ, გულიანადაც იმუშავა. ჯეიმის მარწყვი ჰქონია მოსარწყავი და კარტოფილი ამოსაღები. აბა, ამაში დასაძრახი ან გასაოცარი რა...
ივნისის შუიდან ივლისის ბოლომდეო
პრემიერლიგის შეფები შეწყვეტილი სეზონის დამთავრებას ივლისის ბოლოს აპირებენ. უეფასა და სხვა ეროვნული ფედერაციების წარმომადგენლებთან ვიდეოთათბირისას მათ ბოლო დღედ 31 ივლისი ახსენეს. ეს გადაწყვეტილება, შეთანხმება თუ თარიღი უეფას საშუალებას მისცემს ევროთასები აგვისტოში ჩაატაროს. თავის მხრივ, ბრიტანეთის ხელისუფლებამ, კერძოდ კი კულტურის მინისტრმა ოლივერ დაუდენმა ფეხბურთის ბოსებს რჩევა მისცა, როდესაც შეწყვეტილ სეზონს განაახლებთ, ხალხს ტელერეპორტაჟებში ფულს ნუ გადაახდევინებთო. ინგლისის...
რაული ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო
გთავაზობთ მორიგ ისტორიას ესპანური გაზეთის „მარკას” რუბრიკიდან „ამბავი, რომელიც არ მოგვიყოლია”. ეს გახლავთ სახალისო ისტორიების კრებული, რომლებიც ხსენებული გამოცემის ჟურნალისტებმა თავის დროზე ამა თუ იმ მიზეზის გამო არ ან ვერ გამოაქვეყნეს. დღეს გვინდა გიამბოთ, როგორ დაარიგა ლეგენდარულმა რაულმა ბრაზილიელ კაკას ჭკუა. 2009-10 წლების სეზონის მეორე წრე მიმდინარებოდა, როდესაც რაული დაშავდა. მან 10 აპრილს „ელ კლასიკოში”...
WHO what?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა უეფას, რომ ყველა საერთაშორისო შეჯიბრება მომავალი წლის ბოლომდე გადადოს. „ჯანმოს“ ექსპერტთა აზრით, მხოლოდ ამ გზით შეიძლება კორონავირუსის პანდემიის მეორე და მომდევნო ტალღების თავიდან აცილება. ეს მოსაზრებები და რეკომენდაციები ვიდეოზარისას გაჟღერდა, რომელიც გუშინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან უეფაში შევიდა. ხსენებულ ვიდეოზარს წინ უძღვოდა უეფას მიერ მისი წევრი ასოციაციებისთვის დაგზავნილი რეკომენდაცია, ჩაამთავრონ მიმდინარე სეზონი...
ბარსელონა კამპ ნოუს სახელს ყიდის
„ბარსელონა“ თავისი ლეგენდარული სტადიონის სახელს ყიდის – მიღებული თანხა პანდემიასთან ბრძოლას მოხმარდება. „ჩვენ გლობალური კრიზისის წინაშე აღმოვჩნდით, რომელსაც უახლეს ისტორიაში ანალოგი არ აქვს. ამიტომ ჩვენ მტკიცედ და მშვიდად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. ჩვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მოვიჩნევთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენების აუცილებლობას კორონავირუსთან ბრძოლაში. ისტორიაში პირველად, ვიღაცას „კამპ ნოუსთვის“ სახელის გადარქმევა შეეძლება, მიღებული შემოსვალი კი...
არსენალს ლიგაში რა უნდა?
უეფამ ისეთი რამ თქვა, რომ შეწყვეტილი პრემიერლიგის ცხრილში მეცხრე ადგილზე მყოფმა „არსენალმა” შემდეგ სეზონში შეიძლება ჩემპიონთა ლიგაში ითამაშოს. საქმე ის არის, რომ ჩატარდა უეფასა და მისი 55 წევრი ფედერაციის ვიდეოკონფერენცია. მთავარი იდეა, სურვილი და თუ ყველაფერი კარგად იქნა გადაწყვეტილება გასაგებია: შეწყვეტილი სეზონი ივნისში განახლდეს და ისეთ ვადებში ჩაჯდეს, რომ სექტემბრიდან ახალი ჩემპიონატები დავიწყოთ. სხვათა შორის,...









