ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა უეფას, რომ ყველა საერთაშორისო შეჯიბრება მომავალი წლის ბოლომდე გადადოს. „ჯანმოს“ ექსპერტთა აზრით, მხოლოდ ამ გზით შეიძლება კორონავირუსის პანდემიის მეორე და მომდევნო ტალღების თავიდან აცილება.ეს მოსაზრებები და რეკომენდაციები ვიდეოზარისას გაჟღერდა, რომელიც გუშინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან უეფაში შევიდა.
ხსენებულ ვიდეოზარს წინ უძღვოდა უეფას მიერ მისი წევრი ასოციაციებისთვის დაგზავნილი რეკომენდაცია, ჩაამთავრონ მიმდინარე სეზონი საფეხბურთო მოედნებზე და არა კაბინეტებში. დაველოდოთ, რამდენად გაითვალისწინებს უეფა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის რჩევებს, რომლების შესრულებაც ისედაც არეულ საფეხბურთო კალენდარს მთლად თავდაყირა დააყენებს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
