ოლიმპიაკოსს ქვედა ლიგას უსჯიან

Home აქეთურ-იქითური ოლიმპიაკოსს ქვედა ლიგას უსჯიან
ოლიმპიაკოსს ქვედა ლიგას უსჯიან
Olympiakos vs. Atromitos — Moondog's Bar & Grill
ეს მატჩი ჩაწყობილი ყოფილა

საბერძნეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, ქვეყნის 44-გზის ჩემპიონი პირეოსის „ოლიმპიაკოსი,“ შესაძლოა, ქვედა ლიგაში მიაბრძანონ. საქმე ეხება 2015 წელს გამართულ მატჩს „ოლიმპიაკოსსა“ და „ათრომიტოსს“ შორის. ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, მატჩი გარიგებული იყო და საბუკმეკერო კანტორებიდან მოგების მიღებას ემსახურებოდა. მაშინ „თეთრ-წითლებმა“ 2:1 გაიმარჯვეს.

ბრალი ედებათ თავად კლუბების მეპატრონეებს – ევანგელოს მარინაკისს (ოლიმპიაკოსი) და გეორგოს სპანისს (ათრომიტოსი), აგრეთვე ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს. სულ ეჭვქვეშ 15 პირია. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კლუბები 3-3 მილიონ ევროს გადაიხდიან და ქვედა ლიგაში ჩაინაცვლებენ. საქმეში გარეულ ყველა პირს სამუდამოდ აეკრძალება საფეხბურთო მოღვაწეობა.
ეჭვქვეშაა და განხილვას ექვემდებარება „ოლიმპიაკოსის“ კიდევ რამდენიმე მატჩი. პირეოსული კლუბი მიმდინარე სეზონს შეჩერებამდე პაოკთან 14-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობდა.
სხვათა შორის, ევანგელოს მარინაკისი იმავდროულად ინგლისური „ნოტინგემ ფორესტის“ მფლობელიცაა და ცოტა ხნის წინ კორონავირუსი გადაიტანა.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".