მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები აწონ-დაწონა და წევრი ეროვნული ასოციაციებისთვის გასანაწილებლად 150 მილიონი დოლარი გამოძებნა.ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს თქმით, ეს ის თანხაა, რომელიც ასოციაციებს პანდემიით გამოწვეული კრიზისული პერიოდის დაძლევაში დაეხმარება.
ფიფას წევრი 211 ასოციაციიდან თითოეული 500 ათას დოლარს მიიღებს. ამას გარდა, ფიფა თითოეულს სრულად გაუსტუმრებს არამხოლოდ 2019, არამედ 2020 წელში გადასახდელ თანხებსაც. აქ იგულისხმება ფიფას პროგრამა „ფორვარდი 2.0“-ც.
სხვა ვითარებაში ასოციაციები პროგრამით გათვალისწინებულ თანხებს სრულად მხოლოდ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ მიიღებდნენ. ახლა ეს წინმსწრებად ხდება, თუმცა პროგრამის პირობების შესრულება ისევ სავალდებულოა და აუდიტსაც სრულფასოვნად ექვემდებარება.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
