ხომ გაგიგიათ, საბანი როგორც გაგწვდეს, ფეხიც ისე გაშალეო. რაიმე მსგავსი ანდაზა ესპანურ ენაშიც უთუოდ იქნება – მადრიდის „რეალი“ ფინანსური კრიზისისთვის ემზადება და ყოველ ევროს მილიონის ფასი დაედო.სწორედ მომჭირნეობა გახდა იმის მიზეზი, რომ მადრიდელები მეორე მეკარე ალფონს არეოლას ემშვიდობებიან. არეოლა პსჟ-ში დაბრუნდება, რომელთანაც კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.
მადრიდელები მეორე მეკარეს ხელფასად 2,7 მილიონს უხდიდნენ, რაც ფლორენტინო პერესს ებევრა. მეორე მეკარის ადგილს უკრაინელი ანდრეი ლუნინი დაიკავებს, რომელიც აქამდე „ოვიედოში“ იყო განათხოვრებული. მისი ხელფასი არეოლასაზე ორჯერ ნაკლებია 1,3 მილიონი ევრო.
აქამდე არ გვიხსენებია ზინედინ ზიდანი. ფრანგი მწვრთნელი სულაც არ იყო არეოლათი აღფრთოვანებული და კლუბის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებას უემოციოდ შეხვდა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
