სეზონის ბოლოს, კეპა „ჩელსიში“ დაბრუნდება. მადრიდის „რეალი“ ესპანელი მეკარის ლონდონელებისგან გამოსყიდვას აღარ აპირებს. „რეალს“ უკრაინელი ანდრეი ლუნინის თამაში იმდენად მოეწონა, რომ მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავენ. ამჟამინდელი შეთანხმებით ლუნინი მადრიდში 2025-წლამდე უნდა დარჩეს, თუმც ახალი კონტრაქტი სავარაუდოდ გრძელვადიანი იქნება. სხვათა შორის, კეპას „ჩელსისთან“ კონტრაქტსაც 2025 წლის ზაფხულში გადის ყავლი და მერე თავისუფალი აგენტი გახდება.
ჭდე: ანდრეი ლუნინი
რეალის მოკლე საბანი
ხომ გაგიგიათ, საბანი როგორც გაგწვდეს, ფეხიც ისე გაშალეო. რაიმე მსგავსი ანდაზა ესპანურ ენაშიც უთუოდ იქნება – მადრიდის „რეალი“ ფინანსური კრიზისისთვის ემზადება და ყოველ ევროს მილიონის ფასი დაედო. სწორედ მომჭირნეობა გახდა იმის მიზეზი, რომ მადრიდელები მეორე მეკარე ალფონს არეოლას ემშვიდობებიან. არეოლა პსჟ-ში დაბრუნდება, რომელთანაც კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. მადრიდელები მეორე მეკარეს ხელფასად 2,7 მილიონს უხდიდნენ, რაც [...]
სწრაფად, ძვირად და გარანტიით
კეილორ ნავასის კარიერაში ის დრო დაბრუნდა, როდესაც კოსტა რიკელს მეორე მეკარეობა არ უნდოდა და „რეალიდან“ წასვლას ითხოვდა. ზინედინ ზიდანმა, რომელსაც ნავასი ყოველთვის პირველ ნომრად ჰყავდა, განაცხადა, რომ ამიერიდან „თეთრების“ მთავარი გოლკიპერი ტიბო კურტუა იქნება. ზიდანმა მკაფიოდ თქვა, რომ ამ სეზონში მეკარეების როტაციას აღარ აპირებს. „რეალის“ სატრანსფერო საქმეთა სპეციალისტებმა იციან, რომ ნავასს ახალი კლუბი უნდა უპოვნონ [...]


