კეილორ ნავასის კარიერაში ის დრო დაბრუნდა, როდესაც კოსტა რიკელს მეორე მეკარეობა არ უნდოდა და „რეალიდან“ წასვლას ითხოვდა. ზინედინ ზიდანმა, რომელსაც ნავასი ყოველთვის პირველ ნომრად ჰყავდა, განაცხადა, რომ ამიერიდან „თეთრების“ მთავარი გოლკიპერი ტიბო კურტუა იქნება. ზიდანმა მკაფიოდ თქვა, რომ ამ სეზონში მეკარეების როტაციას აღარ აპირებს.
„რეალის“ სატრანსფერო საქმეთა სპეციალისტებმა იციან, რომ ნავასს ახალი კლუბი უნდა უპოვნონ და თან, სასურველია, ახლავე, სანამ ფეხბურთელთა ბაზარი დაიხურება. ანუ, დრო ცოტაღა დარჩა.
და კიდევ, საპოვნელია ვინმე, ვინც მადრიდელთა გუნდში კურტუას შემცვლელობას დაყაბულდება და სკამზე დაჯდება.
შეგახსენებთ, რომ „რელს“ ჰყავს უკრაინელი მეკარე ანდრეი ლუნინი, მაგრამ ის „ვალიადოლიდშია“ იჯარით გაშვებული და მადრიდში 2020-21 წლების სეზონამდე არ დაბრუნდება. ლუნინი 20 წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია. „მარკა“ წერს, რომ ნავასთან დაკავშირებულ კომბინაციაში ის არ მოიაზრებოდა. მას თავისი გეგმა, პროგრამა და ვადები აქვს.
2018-19 წლების სეზონი რომ დამთავრდა, ნავასს „პარი სენ ჟერმენში“ შეეძლო გადასვლა, მაგრამ ეს საქმე ჩაიშალა. კოსტა რიკელს რამდენიმე შეთავაზება ახლაც უდევს მაგიდაზე. ამბობენ, რომ ის არც პსჟ-ს დავიწყებია და ახლაც არ არის მისი შეძენის წინააღმდეგი, მაგრამ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მეკარეს რეგულარულად თამაში სურს. მეორე მეკარედ ხომ მადრიდშიც დარჩებოდა.
და კიდევ, ნავასი მაღალი დონის გამოცდილი გოლკიპერია და მისი იაფად გაშვება „ლოს ბლანკოსსაც“ არ უნდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
