ელიტარული ავტორბოლის ქომაგებს მორიგი იმედი გაუცრუვდათ. „ფორმულა 1“-ს ოფიციალურ საიტზე გავრცელდა ცნობა, რომ 28 ივნისის საფრანგეთის გრან-პრი გაუქმებულია. მოგეხსენებათ, ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ივლისის შუა რიცხვებამდე გასამართი ყველა მასობრივი ღონისძიება აკრძალა. ეს სეზონის სტარტიდან გაუქმებული ან გადადებული მეცხრე რბოლაა. ჯერ კიდევ არის შანსია, გადარჩეს ბრიტანეთის გრან-პრი, მხოლოდ აუცილებლად უმაყურებლოდ გამართვის პირობით. ეს სტარტი 19 ივლისსაა...
წელი: 2020
რონალდო! რასაკვირველია, რონალდო!
ბრაზილიელი რონალდო უდიდესი ფეხბურთელი რომ იყო საყოველთაოდ აღიარებული ამბავია, მაგრამ ჟოზე მოურინიუ ამბობს, რომ ის ჯეროვნად მაინც არ არის დაფასებული. აგერ უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც მსოფლიო ფეხბურთში ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ ბატონობენ. მათ „მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის” გაგება თანამედროვე სიმაღლემდე აიყვანეს, მოურინიუ კი ამბობს, რომ „ფენომენი” კიდევ უფრო მეტი იყო. „ჩემთვის საუკეთესო რონალდოა… ბრაზილიელი…,...
ეტყობა, გერმანიაც ვერ დაიწყებს
უეფამ ევროპული ლიგების შეფებს ოთხი კვირა მისცა. ამ დროის განმავლობაში მათ ჩემპიონატის განახლების გეგმა უნდა წარადგინონ. დირექტივები პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა და გენერალურმა მდივანმა თეოდორე თეოდორიდისმა გასცეს. არადა, გერმანიაში თითქოსდა ყველაფერი უკვე ჩამოწერილი იყო და ბუნდესლიგას 9 მაისს ბურთიც უნდა გაეგორებინა, მაგრამ საქმეში ქვეყნის ვირუსოლოგები ჩაერიენ, რომელთაც თქვეს, რომ მაისში covid 19 კვლავ საშიში იქნება და ფეხბურთელები...
საით არის საქართველო?
27-30 აპრილს „მსოფლიო რაგბის“ ახალი თავმჯდომარის არჩევნების დღეებია. ცხადია, კენჭისყრა ელექტრონული, დისტანციური მეთოდით გაიმართება და როგორც დღეისთვისაა ცნობილი, ორ კანდიდატს თანაბარი შანსები აქვს. წარსულში ინგლისის ნაკრების ვარსკვლავი მესამეხაზელი, სერ ბილ ბომონტი კონსერვატიული შეხედულებებითაა ცნობილი და მხოლოდ არჩევნების წინ საუბრობს ხოლმე განვითარებადი სარაგბო ერების ხელშეწყობაზე, რეალურად კი ამ მიმართულებით თავს დიდად არ იწუხებს. აი, მისი კონკურენტი...
ოქროს მატჩი სკუდეტოსთვის
რომის „ლაციოს“ პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო თანახმაა, სკუდეტოს ბედი „ლაციოსა“ და „იუვეს“ შორის ერთმა მატჩმა გადაწყვიტოს: „რა ქმა უნდა, ეს ვარიანტი მისაღებია. ჩემპიონატის განახლება ჩვენ გარკვეულწილად გვაზარალებს. თავის დროზე ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ერთბაშად სამ ფრონტზე ბრძოლა გაგვიჭირდებოდა და უფრო მნიშვნელოვან მიზანს ევროპის ლიგა შევწირეთ. ეს უპირატესობას გვანიჭებდა, რადგან კვირაში ერთი მატჩი გვიწევდა, ჩვენს მეტოქეებს კი ორი....
ადებაიორი და შავი მაგია
ტოგოელმა ექსცენტრიულმა ვარსკვლავმა, ემანუელ ადებაიორმა, საფეხბურთო საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოცა, როცა ორიოდ დღის წინათ განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ერთ ცენტსაც არ გაიღებს. არადა, ემანუელი თავისი ქველმოქმედებითა და თავისი ქვეყნისათვის ბევრი კეთილი საქმის კეთებით ცნობილი კაცია. „ვინც ამბობს, რომ პანდემიის წინააღმდეგ არ ვქველვმოქმედებ, მინდა ვუთხრა, რომ ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მსურს. იმას ვჭამ, რაც მესიამოვნება....
მზადდება ხუთი ცვლილების წესი
დიდი შანსია, როდესაც პრემიერლიგის შეწყვეტილი სეზონი განახლდება, გუნდებს თამაშში ხუთი ფეხბურთელის შეცვლის ნება დართონ. რატომ მოუვიდათ ასეთი რამ თავში აზრად? იმიტომ, რომ თუკი ჩემპიონატი განახლდება, ფეხბურთელებს ხუთ ან ნაკლებ კვირაში ცხრა ტურის ჩატარება მოუწევთ, რაც მათი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ამ საკითხზე პრემიერლიგის მწვრთნელები და ექიმები კარგა ხანია ფიქრობდნენ. ისინი განიხილავდნენ ფეხბურთელების დაცვის სხვადასხვა ვარიანტს. ხუთი შეცვლა...
მანჩესტერ იუნაიტედი გამოსავალს ეძებს
ვინაიდან კორონავირუსით გამოწვეული უფულობის გამო ახლანდელი შემადგენლობის შენარჩუნება და პლუს გუნდის გაძლიერება არ ხერხდება, „მანჩესტერ იუნაიტედს” მავანთა გაყიდვა და ახლების შეძენა ნავაჭრი ფულით მოუწევს. როგორც ჩანს, ერთ-ერთი პირველი, ვისაც ხეირიანი შემოთავაზების შემთხვევაში გაყიდვა არ ასცდება, ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი პოლ პოგბაა. მანჩესტერელთა ვიცე-თავმჯდომარემ ედ ვუდვორდმა ორიოდ დღის წინ თქვა, რომ პანდემიამ ფეხბურთის კლუბებს, მათ შორის „იუნაიტედსაც”, სატრანსფერო...
რეალის მოკლე საბანი
ხომ გაგიგიათ, საბანი როგორც გაგწვდეს, ფეხიც ისე გაშალეო. რაიმე მსგავსი ანდაზა ესპანურ ენაშიც უთუოდ იქნება – მადრიდის „რეალი“ ფინანსური კრიზისისთვის ემზადება და ყოველ ევროს მილიონის ფასი დაედო. სწორედ მომჭირნეობა გახდა იმის მიზეზი, რომ მადრიდელები მეორე მეკარე ალფონს არეოლას ემშვიდობებიან. არეოლა პსჟ-ში დაბრუნდება, რომელთანაც კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. მადრიდელები მეორე მეკარეს ხელფასად 2,7 მილიონს უხდიდნენ, რაც...
ფიფამ წილი საქართველოსაც შეახვედრა
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები აწონ-დაწონა და წევრი ეროვნული ასოციაციებისთვის გასანაწილებლად 150 მილიონი დოლარი გამოძებნა. ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს თქმით, ეს ის თანხაა, რომელიც ასოციაციებს პანდემიით გამოწვეული კრიზისული პერიოდის დაძლევაში დაეხმარება. ფიფას წევრი 211 ასოციაციიდან თითოეული 500 ათას დოლარს მიიღებს. ამას გარდა, ფიფა თითოეულს სრულად გაუსტუმრებს არამხოლოდ 2019, არამედ 2020 წელში გადასახდელ თანხებსაც....









