დიეგო მარადონას და ლეო მესის ხშირად ადარებენ ერთმანეთს, მაგრამ ბევრს აღარ ახსოვს, რომ 2005 წლის 23 დეკემბერს ამ ორმა დიდმა არგენტინელმა ერთ გუნდში ითამაშა. ეს შეხვედრა „ესტადიო სიუდად დე ლა პლატაზე” გაიმართა. ადგილობრივი ვარსკვლავები ნაკრების ვარსკვლავებს ეთამაშდნენ (video). ერთი გუნდის მწვრთნელი იყო მიგელ ანხელ რუსო, ხოლო მეორესი პედრო ტროლიო. როგორც მოგახსენეთ, იმ შეხვედრაში მარადონა და მესი...
წელი: 2020
დიბალას გაუმეორა
„იუვენტუსის“ არგენტინელ შემტევ პაულო დიბალას კორონავირუსზე კიდევ ერთი ტესტი ჩაუტარდა და ისევ დადებითი პასუხი ამოვიდა. დიბალა და მისი გულის ვარდი პირველად ერთი თვის წინ დაინფიცირდნენ, რამდენიმე კვირის წინ მანვე საზოგადოებას სიხარულით ამცნო, რომ სრულად გამოჯანმრთელდა, თუმცა როგორც ჩანს საქმე მძიმედაა. 27 წლის ფორვარდს ახლა უფრო ინტენსიური მკურნალობა სჭირდება. დიბალა იუვენტუსის ერთადერთი ფეხბურთელი როდია ვისაც კორონავირუსი...
საფრანგეთი დამთავრდა
საფრანგეთის ჩემპიონატი აღარ გაგრძელდება. საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ედვარდ ფილიპმა ქვეყანაში აგვისტომდე ყველანაირი სპორტული ღონისძიება აკრძალა. ამბობდნენ, რომ მატჩები შესაძლოა გულშემატკივართა დასწრების გარეშე ჩატარებულიყო, თუმცა ფილიპმა ესეც გამორიცხა. ახალი სეზონი ჩვეულებრივ, აგვისტოდან დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია ეყოლება თუ არა ლიგა 1-ს ჩემპიონი და გავარდებიან თუ არა გუნდები ლიგა 2-ში და ვინ მოიპოვებს ევროტურნირების საგზურს. საფრანგეთის ჩემპიონატში პირველ...
ცუდები
ბრიტანულმა FourFourTwo-მ საფეხბურთო სამყაროში ყველაზე აუტანელ პიროვნებად ზეპ ბლატერი დაასახელა. ფიფას პრეზიდენტი, როგორც იცით, კორუფციული სკანდალის გამო ჩამოაშორეს ფეხბურთს. მეორეზე ჟოზე მოურინიუ გახლავთ თავისი ენამწარეობის გამო, მესამეზე კი გფრ-ის ყოფილი მეკარე ტონი შუმახერი, რომელმაც 1982 წლის მუნდიალის ნახევარფინალში ფრანგი პატრიკ ბატისტონი კინაღამ მოკლა – ისე გამოვარდა კარიდან და მეთელი ძალით შეეჯახა… ზეპ ბლატერი ჟოზე მოურინიო ტონი...
ვირუსის გამანადგურებელი
ჰონგ-კონგი! აი, სად ეძებენ პრემიერლიგაში მაყურებლის დაბრუნების გასაღებს. მართალია, ჯერ არავინ იცის, როდის დაბრუნდება ფეხბურთი თუნდაც უმაყურებლოდ, მაგრამ ოდესმე ასეთი რამ ხომ მოხდება და სწორედ ამისათვის ემზადებიან. ჰონგ-კონგში, „აზია-მსოფლიოს ექსპო” ცენტრში პრეზენტაციისთვის ემზადებიან — მათ მოიგონეს სანიტარული კაბინა, რომელშიც სტადიონზე შესვლის წინ გულშემატკივრებმა უნდა გაიარონ. ჩანაფიქრის თანახმად ეს არის კორონავირუსის გამანადგურებელი, რომელზეც თურმე აქტიურად ფიქრობდნენ. კაბინა...
ფეხბურთი კონტაქტური თამაშია
ევროპიდან შეწყვეტილი სეზონის განახლებასთან დაკავშირებით ყოველ დღე ახალი ცნობა მოდის და ხშირად ისინი ერთმანეთს გამორიცხავს. მეტიც, ერთმანეთს გამორიცხავს ერთი და იმავე ქვეყნიდან მოსული ამბებიც. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ საფეხბურთო სამყარო, ისევე როგორც მთელი დანარჩენი მსოფლიო, დაბნეულია. მაშინ, როდესაც ზოგი ლიგა შეწყვეტილი ჩემპიონატის გასაგრძელებლად ემზადება და გამალებული თარიღებს აზუსტებს, თავად ფიფას სამედიცინო კომიტეტის ბელგიელმა...
პრემიერლიგა 8 ივნისიდან
ინგლისური საფეხბურთო პრემიერლიგა მორიგ კონფერენციას 1 მაისისთვის გეგმავს. უმთავრესი საკითხი, ბუნებრივია, სეზონის განახლება იქნება. მედიაში გაჟონილი ინფორმაციით, შესაძლოა ეს 8 ივნისიდან მოხდეს. ასეთ შემთხვევაში ივლისის ბოლომდე ტურნირის ჩამთავრება უპრობლემოდ მოესწრება. დიდი ბრიტანეთის მინისტრმა ციფრული ტექნოლოგიების, კულტურის, მედიისა და სპორტის საკითხებში ოლივერ დაუდენმა განაცხადა, რომ აგრძელებს მუშაობას პრემიერლიგის კლუბებთან და თუ საერთო მდგომარეობა ამის საშუალებას მისცემთ,...
ბარსელონას ონანა
„ბარსელონა“ ამსტერდამის „აიაქსიდან” ამჯერად ანდრე ონანას გადაბირებით არის დაინტერესებული. „ბლაუგრანას“ კარს ისეთი კაცი იცავს, დღეს მსოფლიოში ბადალი ცოტა თუ ჰყავს, მაგრამ ტერ-შტეგენს ღირსეული შემცვლელი სჭირდება. მართალია „ბარსას“ „ვალენსიადან“ ნეტუ ყავს წაყვანილი, თუმცა ის სათადარიგოობას თაკილობს და ისეთ გუნდში სურს წასვლა, სადაც პირველი ნომერი იქნება. აქიდან გამომდინარე, ესპანეთის ჩემპიონს მეორე მეკარის პოზიციაზე ადგილი უთავისუფლდება. ონანას ტრანსფერის...
ახალციხე 400 მილიონად
ინგლისური „ნიუკასლის“ შესაძენად არც თუ სახუმარო ბრძოლა გაჩაღდა. კლუბის დღევანდელი მფლობელი, მილიარდერი მაიკ ეშლი დიდი ხანია ეძებდა მსუყე შეთავაზებას. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ იბნ სალმანი მზადაა, ინგლისურ „ახალციხეში“ (როგორც კლუბის სახელი ითარგმნება) 345 მილიონი ევრო გადაიხადოს. მაიკ ეშლი ყაბულს იყო, მაგრამ ლიგას ჯერ არ მიუცია გარიგებაზე დასტური. ერთ-ერთი მიზეზი...
უეფა საქართველოში კორონას ებრძვის
რამდენიმე დღის წინ გაცნეთ, რომ ფიფამ მისი წევრი 211 ასიციაციის დასახმარებლად 150 მილიონი დოლარი გამოძებნა და გადაანაწილა. ფიფას უეფამაც მიბაძა, ჯიბეზე ხელი გაიკრა და ერთბაშად 236,5 მილიონი ევრო გამოყო ეროვნული ასოციაციებისთვის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, სხვა 54 ასოციაციის დარად, 4,3 მილიონ ევროს მიიღებს. უეფა პროგრამა „ჰეთ თრიქის“ ფარგლებში ფინანსებს სხვა დროსაც ანაწილებს და ეს ფული ოპერატიული...









