დღეს, პრემიერლიგის 20 კლუბის წარმომადგენლებმა სამსაათნახევრიანი ვიდეოკონფერენცია გამართეს. გადაწყდა, რომ თუკი ქვეყნის ხელისუფლება ნებას დართავს, შეწყვეტილი ჩემპიონატი განახლდება უმაყურებლოდ, ნეიტრალურ მოედნებზე. მოგეხსენებათ, პრემიერლიგის შეფებს და კლუბებს ერთი სული აქვთ როდის განაახლებენ შეწყვეტილ შეჯიბრებას, რადგან მისი ჩავარდნის შემთხვევაში ჯერ ერთი დიდძალი ფული იკარგება და მეორეც, შემდგომი სეზონის გეგმაც ირევა. ამასობაში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ...
წელი: 2020
სერია A იწყებს
დღეს გაიმართა იტალიის საფეხბურთო ლიგის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელსაც ტელეტრანსლაციების უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები უნდა განეხილა. იტალიის საფეხბურთო ელიტის ოცივე წარმომადგენელმა ერთხმად დაუჭირა მხარი შეწყვეტილი ჩემპიონატის განახლებას. რამდენიმე დღის წინ ქვეყნის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 4 მაისიდან საკარანტინო ზომების შემსუბუქების შესახებ. სწორედ 4 მაისიდან გადავლენ გუნდები ინდივიდუალური მზადების რეჟიმზე, 18 მაისიდან კი კოლექტიური ვარჯიშებიც დაიწყება. პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება...
კიდევ ერთი წელი უმაყურებლოდ!
თუ კორონავირუსის ვაქცინას ვერ მოიგონებენ, პრემიერლიგას მთელი მომდევნო სეზონის განმავლობაში უმაყურებლად მოუწევს თამაში. ხაზს ვუსვამთ: ლაპარაკია არა მიმდინარე, შეწყვეტილ სეზონზე, რომლის განახლებასაც ივნისის შუიდან ფიქრობენ, არამედ შემდგომ, სრულ ჩემპიონატზე. კიდევ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ინგლისის ზედა ოთხ ლიგაში სტადიონებზე ხალხს 2021 წლის მაისამდე არ შეუშვებენ. არადა, ფეხბურთის შეფებს იმედი ჰქონდათ, რომ დეკემბერში ქომაგებს სპორტული სარბიელების კარს...
მთავრობიდან ცნობამ გამოჟონა: პრემიერლიგა დაიწყება!
ინგლისური „ექსპრესი” ამბობს, რომ წინასწარ, ექსკლუზიურად მოიპოვა ის რეგულაციები და პროტოკოლები, რომელთაც ინგლისის ჩემპიონატის ბოსები პრემიერლიგის გასაახლებლად აამოქმედებენ. მათში შედის ისეთი პუნქტები, როგორიცაა მაგალითად, ვარჯიშის დროს სახის პირბადით სავალდებულო შენიღბვა და სხვა. „ექსპრესი” წერს, რომ როგორც მის მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ჩანს, პრემიერლიგამ ქვეყნის ხელისუფლებისგან შეჯიბრების განახლებაზე თანხმობა უკვე მიიღო, ოღონდ, მთავრობა სანაცვლოდ უსაფრთხოების გააზრებულ ზომებს...
ფეხბურთელებს ფეხბურთის ეშინიათ
სერხიო აგუერო ამბობს, რომ პრემიერლიგის ვარსკვლავებს მოედანზე დაბრუნების ეშინიათ. არადა, დღეს 1 მაისია ანუ გაიმართება ლიგის ბოსების შეკრება, რომელთაც უნდა გადაწყვიტონ, როგორ გააგრძელებენ შეწყვეტილ ჩემპიონატს კორონავირუსის პირობებში. აგუეროსი ეთანხმება „ჩელსის” მცველი ანტონიო რუდიგერიც. მისი აზრით, დღეს, როდესაც ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია, შეჯიბრების განახლება აბსურდია. გერმანელი ძლიერთ ამა ქვეყნისა მოუწოდებს, ჩემპიონის ტიტული პირდაპირ გადასცენ „ლივერპულს”. კოლეგებს უერთდება...
პოჩეტინო: სიკვდილამდე ტოტენჰემში…
ლონდონის „ტოტენჰემის“ ყოფილ დამრიგებელ მაურიციო პოჩეტინოს „ნიუკასლმა“ ჭეშმარიტად მეფური შეთავაზება გაუკეთა – წლიური 21,7 მილიონი ევრო. წინადადება მაცდურია, მაგრამ „კაჭკაჭები“ სათადარიგო ვარიანტსაც განიხილავენ. არგენტინელის უარის შემთხვევაში კლუბში ესპანელი რაფაელ ბენიტესი დაბრუნდება. რაფა ამჟამად ჩინურ „დალიან იფანში“ მუშაობს, მანამდე კი (2016-2019) სწორედ „ნიუკასლს“ თავკაცობდა. რას ფიქრობს თავად პოჩეტინო? „ტოტენჰემში“ გატარებულ წლებს, ჩემპიონთა ლიგის წაგებულ ფინალს იხსენებს...
ჟოზემ ფხალი დაარიგა
ჟოზე მოურინიუ „ტოტენჰემის“ პერსონალს საკვები პროდუქტების დარიგებაში დაეხმარა. მოგეხსენებათ, კლუბის ახალი სტადიონის სათავსოები კორონავირუსის პირობებში დიდ საწყობებადაა გადაქცეული, რომლებიდანაც პროდუქტებს ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს და ეპიდემიაგადატანილებს ურიგებენ. მოურინიუს აკრიტიკებდნენ სოციალური დისტანცირების დარღვევისათვის გუნდის ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშისას. ახლა კი სოციალურ ქსელებში გამოჩენილმა ფოტოებმა, სადაც პორტუგალიელი სპეციალისტი საკვების ყუთებს არიგებს, საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. მათ შორის, დეზების ვარსკვლავების,...
ფერგიუსონი პირველია, ლობანოვსკი მეათე
ცნობილმა საფეხბურთო ჟურნალმა FourFourTwo ყველა დროის ასი საუკეთესო მწვრთნელის რეიტინგი გამოაქვეყნა. გემოვნებაზე, ბუნებრივია, არ დავობენ, მაგრამ ყველა დროის საუკეთესოდ სერ ალექს ფერგიუსონის აღიარება მოულოდნელობად ნამდვილად არავის აღუქვამს. მოქმედ მწვრთნელთაგან პირველ ათეულში მხოლოდ პეპ გვარდიოლა მოხვდა, სამწვრთნელო ელიტის ელიტა კი ასე გამოიყურება: 1. ალექს ფერგიუსონი (აბერდინი, შოტლანდიის ნაკრები, მანჩესტერი). 2. რინუს მიხელსი ( აიაქსი, ბარსელონა, ჰოლანდიის...
იტალიელების დაკარგული სამოთხე
რამდენიმე თვემ და გაურკვეველმა მომავალმა ერთი ხელის მოსმით დაანგრია ის, რასაც იტალიის საფეხბურთო საზოგადოება ათწლეულობით აშენებდა. როგორ გინდა, პანდემიისგან ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანაში სანახაობაზე იფიქრო, მაგრამ თუ ჩემპიონატი არ განახლდა, იტალიური ფეხბურთი 800 მილიონ ევროს იზარალებს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინიმ ამ საკითხთან მაქსიმალური პირდაპირობით ბრძანა: „საყოველთაო ინტერესებს ვიცავ და ამიტომ უარს ვამბობ...
ფულის ამბავია, თორემ…
დღეს, მსოფლიო ფეხბურთში ერთი მთავარი თემაა: როდეს განახლდება შეწყვეტილი ჩემპიონატები და განახლდება თუ არა ისინი საერთოდ. „მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანს, ტელემიმომხილველ გარი ნევილს ამ საკითხზე თავისი შეხედულება აქვს. ის პირდაპირ ამბობს იმას, რასაც სხვები გვერდს უვლიან. გარი ნევილი: „ვფიქრობ, გადაწყვეტილებაზე ეკონომიკური მხარე რომ არ მოქმედებდეს, ფეხბურთი ჯერ კიდევ ბევრი თვის განმავლობაში არ დაბრუნდებოდა. დღეს ჩვენ ვხედავთ,...









