ბებერმა კონტინენტმა ცვლილებები იუარა და „მსოფლიო რაგბის“ პრეზიდენტად სერ ბილ ბომონტი დატოვა. 27-30 აპრილს შემდგარ ელექტრონულ არჩევნებში ინგლისელმა ფუნქციონერმა თავის არგენტინელ ოპონენტს 28:23 მოუგო და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მსოფლიო რაგბის მბრძანებელი იქნება. თუმცა, ყველამ კარგად იცის, რომ ბომონტის ძალაუფლება რამდენადმე პირობითია, რადგან სპორტის ამ სახეობაში მთავარი გავლენა ევროპული „6 ერის“ ხელმძღვანელობის ხელთაა. ამ ყბადაღებული...
წელი: 2020
ერთ წელს კიდევ ავიტან…
„მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავმა, 28 წლის კევინ დე ბრუინმა ბელგიურ გაზეთ Het laatste Nieuws-ს ინტერვიუ მისცა. ინტერვიუს მსვლელობისას ლაპარაკი შეეხო ნახევარმცველის „ქალაქელებში” დარჩენა-არ დარჩენის საკითხს. როგორც იცით, თებერვალში, უეფამ „სიტის” ევროთასებიდან ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. თუ მანჩესტერელთა აპელაციამ არ გაჭრა, გამოვა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი 30 წლამდე ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩება. „როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ, მე...
პრემიერლიგა: ვითამაშოთ ავსტრალიაში!
პრემიერლიგას საოცარი „ბ” გეგმა შესთავაზეს — შეწყვეტილი ჩემპიონატი მზიური ავსტრალიის ქალაქ პერთში ჩაამთავროს. ლიგის შეშფოთებული ბოსები გამოსავალს ეძებენ. მათ ნება დართეს დარჩენილი 92 თამაში (ნეიტრალურ სტადიონებზე) ჩაატარონ, მაგრამ ამ სტადიონების ძებნაში სირთულე სირთულეს მოსდევს. და აი, „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ ვარსკვლავსა, ტელეექსპერტს გარი ნევილს იდეა მოუვიდა: ვითამაშოტ დახურულ კარებს მიღმა, ოღონდ საზღვარგარეთ; და ნეიტრალური მოედნების საკითხიც ...
ჩოგბურთის პირველი მერცხლები
12 მარტის შემდეგ პირველი საჩოგბურთო ტურნირი, რომელშიც ATP-ს მოთამაშეები იღებენ მონაწილეობას, გერმანიაში დაიწყო, თუმცა, განსხვავებული წესებით – მატჩებს მაყურებელი არ ესწრება, ასევე არ არიან ხაზის მსაჯები და ბურთის მიმწოდებელი ბიჭუნები. კობლენცში მიმდინარე შეჯიბრში 8 ჩოგბურთელი მონაწილეობს, რომლებიც ATP-ს 100-ეულში არ შედიან. მათ შორის არის დასტინ ბრაუნი, ვისაც უიმბლდონზე თვით რაფა ნადალი დაუმარცხებია. ყოველი მატჩის შემდეგ...
ერთწუთიანი როდრიგესი
კაცი იღბლიან ვარსვლავზე დაიბადაო, პსჟ-ის ნახევარმცველ ხოსე როდრიგესზეა ნათქვამი. ფეხბურთელი ამჟამად იჯარის წესით პორტუგალიურ „სპორტინგში“ თამაშობს. სანამ პორტუგალიაში გადაბარგდებოდა, ხოსე საფრანგეთის აწ უკვე დასრულებულად გამოცხადებულ ჩემპიონატში მოედანზე ერთადერთხელ გამოჩნდა – მე-4 ტურის შეხვედრაში „მეცთან“ (2:0) საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე შეცვლაზე შეუშვეს. საფრანგეთის ჩემპიონატის რეგლამენტის თანახმად, იმისათვის რომ ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ნებისმიერი სინჯის მედალი მიიღოს,...
ხოჭოლავამ შახტარს საქართველო არჩია
უკრაინელმა ჟურნალისტმა დონეცკის „შახტარისა“ და საქართველოს ნაკრების მცველ დავით ხოჭოლავას სანაკრებო და საკლუბო პრიორიტეტების შესახებაც დაუსვა კითხვები: – არჩევანი რომ გქონდეთ, რას ამჯობინებდით: საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას თუ „შახტარის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებას? – ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ნაკლები შანსი აქვს, ვიდრე „შახტარს“ ჩემპიონთა ლიგის. არჩევანზე თუა, პირველს ავირჩევდი – „შახტარს“...
ბუნდესლიგას კიოლნი დაემუქრა
გერმანული ბუნდესლიგა საქმეში დაბრუნებას უკვე 9 მაისიდან გეგმავდა, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ცალსახა პასუხის არარსებობის გამო, თარიღი კიდევ უფრო გადაიწევს. ახლა აქცენტი 15 მაისზე კეთდება. ყველაფერი 6 მაისს გაირკვევა, როცა კანცლერი ანგელა მერკელი მინისტრთა კაბინეტს შეხვდება და სხვა საკითხებთან ერთად სპორტული ღინისძიებების განახლების ვადებსაც განიხილავს. მანამდე კანცელარიის ხელმძღვანელ ჰელგე ბრაუნს დაევალა სპეციალური რეზოლუციის პროექტის მომზადება, რომელშიც...
ნიუკასლის ლეგენდა ქეცბაია საუდელებს აფრთხილებს…
„ნიუკასლში” საუდელთა რევოლუცია მწიფდება, კარს რეფორმებია მომდგარი, მაგრამ თუკი კლუბი ტოპ-ფეხბურთელების ყიდვას გამოეკიდება, მათთვის ორმაგი ხელფასების დანიშვნა მოუწევს ჩრდილო-აღმოსავლეთში რომ გადაიბიროს — ასე სწამს ნიუკასლელთა საკულტო გმირს თემურ ქეცბაიას. ტინისაიდური კლუბი იყიდება, მაიკ ეშლი მას უფორმებს ბიზნეს ჯგუფს, რომელსაც სათავეში საუდეთის კრონ-პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი უდგას. გულშემატკივარი იმედოვნებს, რომ არაბი პარტონები „ნიუკასლს” მეტ ფულს დაახარჯავენ....
გენიოსი N 96,2
არიან კარგი ფეხბურთელები, რომელთა სახელიც წლებთან ერთად დავიწყებას მიეცემა ხოლმე. ახლა ერთ ფეხბურთელს გაგაცნობთ, რომელიც საფეხბურთო ისტორიას არასაფეხბურთო გენიალური მიგნებით შემორჩა. მიკა ლეხკოსუოს კარიერის უდიდესი ნაწილი წინა საუკუნის 90-იანმა წლებმა დაიტია. ამპლუით ნახევარმცველი მიკა ფინეთის ნაკრების ფეხბურთელიც იყო, საკლუბო კარიერაში კი ჰელსინკის „ჰიკს“ უერთგულა. მოგვიანებით ლეხკოსუო ამ კლუბის მწვრთნელიც გახდა და ორჯერ ფინეთის ჩემპიონობა მოაპოვებინა....
სანამ სენტ ეტიენი ტიტულებისგან ისვენებდა…
„პარი სენ ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონია – ლიგა 1-მა პარიზული კლუბი ჩემპიონად გამოაცხადა. პსჟ მეათედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და ამ მხრივ „სენტ ეტიენს“ დაეწია. მეათედ გაჩემპიონებაში პსჟ-ს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ედვარდ ფილიპი „წაეხმარა“, ვინაც რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ საფრანგეთში ყველა სპორტული ღონისძიება სექტემბრამდე იკრძალება. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ მოვლენები დააჩქარა – პსჟ-ს პრემიერის დახმარების...









