კაცი იღბლიან ვარსვლავზე დაიბადაო, პსჟ-ის ნახევარმცველ ხოსე როდრიგესზეა ნათქვამი. ფეხბურთელი ამჟამად იჯარის წესით პორტუგალიურ „სპორტინგში“ თამაშობს. სანამ პორტუგალიაში გადაბარგდებოდა, ხოსე საფრანგეთის აწ უკვე დასრულებულად გამოცხადებულ ჩემპიონატში მოედანზე ერთადერთხელ გამოჩნდა – მე-4 ტურის შეხვედრაში „მეცთან“ (2:0) საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე შეცვლაზე შეუშვეს.საფრანგეთის ჩემპიონატის რეგლამენტის თანახმად, იმისათვის რომ ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ნებისმიერი სინჯის მედალი მიიღოს, მოედანზე ერთი წუთი მაინც უნდა ჰქონდეს გატარებული…
პსჟ უკვე გამოცხადდა ქვეყნის ჩემპიონად, ხოსესაც ფრანგული ოქრო პორტუგალიაში დაეწია.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
