ლონდონის „ტოტენჰემის“ ყოფილ დამრიგებელ მაურიციო პოჩეტინოს „ნიუკასლმა“ ჭეშმარიტად მეფური შეთავაზება გაუკეთა – წლიური 21,7 მილიონი ევრო.წინადადება მაცდურია, მაგრამ „კაჭკაჭები“ სათადარიგო ვარიანტსაც განიხილავენ. არგენტინელის უარის შემთხვევაში კლუბში ესპანელი რაფაელ ბენიტესი დაბრუნდება. რაფა ამჟამად ჩინურ „დალიან იფანში“ მუშაობს, მანამდე კი (2016-2019) სწორედ „ნიუკასლს“ თავკაცობდა.
რას ფიქრობს თავად პოჩეტინო? „ტოტენჰემში“ გატარებულ წლებს, ჩემპიონთა ლიგის წაგებულ ფინალს იხსენებს და ლონდონში დაბრუნებაზე ოცნებობს:
„ეს იყო შესანიშნავი თავგადასავალი, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. გულის სიღრმეში მწამს, რომ ისე არ მოვკვდები და ერთ მშვენიერ დღეს კლუბში დავბრუნდები. ტიტულსაც აუცილებლად მოვიგებთ. „ტოტენჰემს“ ფანტასტიური ფანები ჰყავს და მათთვის ვალი მაქვს დასაბრუნებელი“.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
