რამდენიმე თვემ და გაურკვეველმა მომავალმა ერთი ხელის მოსმით დაანგრია ის, რასაც იტალიის საფეხბურთო საზოგადოება ათწლეულობით აშენებდა. როგორ გინდა, პანდემიისგან ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანაში სანახაობაზე იფიქრო, მაგრამ თუ ჩემპიონატი არ განახლდა, იტალიური ფეხბურთი 800 მილიონ ევროს იზარალებს.იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინიმ ამ საკითხთან მაქსიმალური პირდაპირობით ბრძანა:
„საყოველთაო ინტერესებს ვიცავ და ამიტომ უარს ვამბობ სერია A-ს ვადამდე დასრულებულად გამოცხადებაზე. ჩვენ მასშტაბური ვალდებულებები გვაკისრია საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და ვიდრე ხელისუფლებისგან მკაფიო სიგნალს არ მივიღებთ, სეზონის ჩამთავრების ყველაზე მცირე შანსსაც ბოლომდე ჩავებღაუჭებით”.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
