„ბლაუგრანას“ კარს ისეთი კაცი იცავს, დღეს მსოფლიოში ბადალი ცოტა თუ ჰყავს, მაგრამ ტერ-შტეგენს ღირსეული შემცვლელი სჭირდება. მართალია „ბარსას“ „ვალენსიადან“ ნეტუ ყავს წაყვანილი, თუმცა ის სათადარიგოობას თაკილობს და ისეთ გუნდში სურს წასვლა, სადაც პირველი ნომერი იქნება. აქიდან გამომდინარე, ესპანეთის ჩემპიონს მეორე მეკარის პოზიციაზე ადგილი უთავისუფლდება.
ონანას ტრანსფერის მოსაგვარებლად კი კლუბის ხელმძღვანელობა ფრენკი დე იონგს დაიხმარებს, ვინაც ონანასთან ერთად იმ „აიაქსში“ იყო, შარშან მთელი საფეხბურთო სამყარო რომ აალაპარაკა.
თანაც, „ბარსას“ “ღმერთის შვილებისთვის” მეკარის წართმევა სულაც არ ეძნელება. 2014 წლის მუნდიალზე გაბრწყინებული, ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი იასპერ სილესენი სწორედ „ბარსამ“ წაიყვანა და სათადარიგო გოლკიპერად დაისვა.
ნიდერლანდების საუკეთესო კლუბი მთავარ მეკარეს ასე იოლად არ შეელევა და გვარიან ვაჭრობასაც აპირებს, იქაურ პრესაში იწერება, „აიაქსი“ 40 მილიონს ფეხს არ მოუცვლისო.
24 წლის კამერუნელმა „აიაქსში“ 178 მატჩი ჩაატარა და 74-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
