ელიტარული ავტორბოლის ქომაგებს მორიგი იმედი გაუცრუვდათ.„ფორმულა 1“-ს ოფიციალურ საიტზე გავრცელდა ცნობა, რომ 28 ივნისის საფრანგეთის გრან-პრი გაუქმებულია. მოგეხსენებათ, ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ივლისის შუა რიცხვებამდე გასამართი ყველა მასობრივი ღონისძიება აკრძალა. ეს სეზონის სტარტიდან გაუქმებული ან გადადებული მეცხრე რბოლაა.
ჯერ კიდევ არის შანსია, გადარჩეს ბრიტანეთის გრან-პრი, მხოლოდ აუცილებლად უმაყურებლოდ გამართვის პირობით. ეს სტარტი 19 ივლისსაა დაგეგმილი. თუ აღარაფერი შეიცვალა, საფორმულე სეზონი 5 ივლისს ავსტრიაში გაიხსნება.
ამასობაში, ჩამოცხა ფორმულას კულუარებში. სებასტიან ფეტელმა „ფერარის“ შეთავაზებულ წლიურ 12 მილიონ ევროს დაცინვა უწოდა. სების ბოლო სიტყვა ორწლიანი კონტრაქტი და 36 მილიონია.
„სამწლიან კონტრაქტებს ვარ მიჩვეული. ისედაც დავთმე, ეს კი ნამდვილი დაცინვაა. მით უმეტეს, რომ გამოცდილი ვარ და არა ბებერი,“ -განაცხადა ფეტელმა.
არაა გამორიცხული, ფეტელის ადგილი სკუდერიაში უკვე ლეგენდარულმა ლუის ჰემილტონმა დაიკავოს, რომელსაც ასევე წელს უმთავრდება კონტრაქტი. მან „მერსედესთან“ ერთად ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ახლა ფული ნაკლებად ადარდებს – „ფორმულა 1“-ის საკულტო გუნდ „ფერარიში“ გაჩემპიონება და ტიტულებით ლეგენდარულ მიხაელ შუმახერთან გატოლება ფულით არ იზომება.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
