ჭდე: მერსედესი

Home მერსედესი
ფერსტაპენის ფორმულა
ჩანაწერი

ფერსტაპენის ფორმულა

გასაკვირია, რომ მოვლენებით ესოდენ აღსავსე, ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე გრძელი სეზონის ბედი ერთ დღეს გადაწყდა. უფრო ზუსტად – ორსაათიან რბოლაში მოსაღამოებულ აბუ დაბიში. მაქს ფერსტაპენი და ლუის ჰამილტონი ფინალურ ეტაპზე თანაბარი ქულებით გავიდნენ – 369,5-369,5. მანამდე ბრიტანელმა ზედიზედ სამი რბოლა მოიგო და ჰოლანდიელს 19 ქულა ამოუქაჩა. საოცარი სეზონი დასასრულს უახლოვდებოდა. ტიტულის ორმა პრეტენდენტმა რბოლა წინა...

ჩემპიონი ავარიით გაირკვევა?
ჩანაწერი

ჩემპიონი ავარიით გაირკვევა?

ფორმულა 1-ს სეზონის დასრულებამდე 5 ეტაპიღა დარჩა და მაქს ფერსტაპენი 12 ქულით უსწრებს ლუის ჰემილტონს. კიდევ უფრო დიდია მისი ჰანდიკაპი დანარჩენ კონკურენტებთან. ასეთ დროს საქმეში ბინძური მეთოდები ერთვება ხოლმე – ხელოვნური ავარია კონკურენტთან, რაც ორივეს უქულოდ ტოვებს, მაგრამ ჰანდიკაპი ძალაში რჩება. სწორედ ამ ბინძური მეთოდების ეშინია ლუის ჰემილტონს და საკუთარი განცხადებით ერთგვარი პრევენცია გააკეთა. „იმედი...

კოსმოსური ფორმულა
ჩანაწერი

კოსმოსური ფორმულა

შარშან „ფორმულა 1“- ს საჯინიბოებმა რამდენჯერმე შოკში ჩააგდეს ავტოსპორტის მოყვარულები. პიტ-სტოპებზე საბურავების შეცვლის პროცესი იმდენად დახვეწილი გახდა, 2019 წლის განმავლობაში მხოლოდ „რედ ბულის“ მექანიკოსებმა ხუთჯერ მოახერხეს ოთხი საბურავის ორ წამზე ნაკლებ დროში გამოცვლა. საუკეთესო შედეგი 1.82 წამი (!!!) იყო. ქომაგები შიშობდნენ, რომ რვათვიანი უქმობა ცუდად აისახებოდა ტექნიკური პერსონალის ოსტატობასა და სინქრონულ მუშაობაზე. ნურას უკაცრავად! სეზონის...

ბექემი მეორემდე დააქვეითეს
ჩანაწერი

ბექემი მეორემდე დააქვეითეს

2013 წლის შემდეგ დევიდ ბექემს ამ რეიტინგში მყარად ეკავა პირველი საფეხური. საუბარია კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტი ფულის მშოვნელ ინგლისელ სპორტსმენთა რეიტინგზე. გავიდა ყოველწლიური დეკლარაციების შევსების ვადა და აღმოჩნდა, რომ ფორმულა 1-ს უპირობო ლიდერმა ლუის ჰემილტონმა ბექზის 244 მილიონ დოლარიან მაჩვენებელს ერთბაშად 29 მილიონით “გადააბიჯა”. გასულ წელს “მერსედესთან” გაფორმებული 50-მილიონდოლარიანი კონტრაქტის გარდა, ავტომრბოლმა 19 მილიონი სპონსორებისგან...

გამოცდილი ვარ და არა ბებერი
ჩანაწერი

გამოცდილი ვარ და არა ბებერი

ელიტარული ავტორბოლის ქომაგებს მორიგი იმედი გაუცრუვდათ. „ფორმულა 1“-ს ოფიციალურ საიტზე გავრცელდა ცნობა, რომ 28 ივნისის საფრანგეთის გრან-პრი გაუქმებულია. მოგეხსენებათ, ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ივლისის შუა რიცხვებამდე გასამართი ყველა მასობრივი ღონისძიება აკრძალა. ეს სეზონის სტარტიდან გაუქმებული ან გადადებული მეცხრე რბოლაა. ჯერ კიდევ არის შანსია, გადარჩეს ბრიტანეთის გრან-პრი, მხოლოდ აუცილებლად უმაყურებლოდ გამართვის პირობით. ეს სტარტი 19 ივლისსაა...

ფერარის ფოიერვერკი
ჩანაწერი

ფერარის ფოიერვერკი

წინა უქმეებზე ავტორბოლის მოყვარულთა ყურადღება უსათუოდ სინგაპურისკენ იქნებოდა მიპყრობილი. იქ მორიგი გრან პრის გათამაშება გაიმართა, რომელიც სებასტიან ფეტელმა მოიგო. ფორმულა 1-ის 32 წლის გერმანელი პილოტისგან ეს არავის უკვირს. ფეტელი, თავისი შთამბეჭდავი კარიერის მანძილზე მსოფლიო ჩემპიონის 4 ტიტულით იწონებს თავს, ხოლო გრან-პრიზე გამარჯვებებს ვინღა მოთვლის. ამიტომაც, სინგაპურის რბოლაშიც გამოცდილი პილოტი უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა და არც მან...

ფრანგმა იტალიას ფერარი დაუბრუნა
ჩანაწერი

ფრანგმა იტალიას ფერარი დაუბრუნა

ზუსტად 9 წელი ელოდა იტალია ამ დღეს. ფორმულა 1-ის აკვან მარანელოში, მონცას ავტოდრომზე „ფერარიმ“ ბოლოს 2010 წელს იპირველა, როცა წითელი ბოლიდის საჭესთან ლეგენდარული ფერნანდო ალონსო იჯდა. შარშან მიკა რაიკონენმა მხოლოდ პოულის მოგება შეძლო, წელს სებასტიან ფეტელმა რბოლა აშკარად ჩააგდო და… აგერ, ავანსცენაზე გუნდის ნომინალურად მეორე პილოტი შარლ ლეკლერი გამოვიდა. ფრანგმა ჯერ პოული მოიგო და პირველი...

მერსედესის კატასტროფა
ჩანაწერი

მერსედესის კატასტროფა

„ფორმულა 1“-ს მიმდინარე სეზონი „მერსედესის“ ისეთი უპირატესობით მიმდინარეობს, ინტრიგა უკვე მკვდარია. ბრიტანელი ლუის ჰემილტონიც უკვე შეირაცხა ჩემპიონად, თუმცა… ავსტრიის გრან-პრი „მერსედესის“ კატასტროფულ მარცხად იქცა. ლუის ჰემილტონი ფინიშზე მხოლოდ მეხუთე მივიდა. უკეთესად იასპარეზა მისმა თანაგუნდელმა ვალტერ ბოტასიმ, თუმცა მისი შედეგიც მხოლოდ პოდიუმის მესამე საფეხურისთვის აღმოჩნდა საკმარისი. ავსტრიაში „რედ ბულის“ პილოტმა მაქს ფერსტაპენმა იპირველა და ინტრიგის ნაპერწკალი...

ფერარის კანადა მოპარეს
ჩანაწერი

ფერარის კანადა მოპარეს

დეტალები ბევრ დროს წაიღებს და მოკლედ ვთქვათ: „ფერარის“ საჯინიბოს ლიდერი სებასტიან ფეტელი კანადის გრან-პრის ფინიშზე პირველი მივიდა, მაგრამ გამარჯვებულად მაინც მერსედესელი ლუის ჰემილტონი გამოაცხადეს. საქმე ისაა, რომ ფეტელს 5-წამიანი ჯარიმა გამოუცხადეს – ტრასიდან გადასვლის შემდეგ დაბრუნებისას სახიფათო მანევრი გააკეთეო. ჯარიმა მაშინვე ცხადდება. ასე რომ, ჰემილტონს ისღა დარჩენოდა, ფეტელს „კუდზე დაჰკიდებოდა“ და 5 წამზე მეტით არ...