რონალდო! რასაკვირველია, რონალდო!

Home დავთარი რონალდო! რასაკვირველია, რონალდო!
რონალდო! რასაკვირველია, რონალდო!
ერთად, „ბარსელონაში”

ბრაზილიელი რონალდო უდიდესი ფეხბურთელი რომ იყო საყოველთაოდ აღიარებული ამბავია, მაგრამ ჟოზე მოურინიუ ამბობს, რომ ის ჯეროვნად მაინც არ არის დაფასებული.

აგერ უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც მსოფლიო ფეხბურთში ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ ბატონობენ. მათ „მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის” გაგება თანამედროვე სიმაღლემდე აიყვანეს, მოურინიუ კი ამბობს, რომ „ფენომენი” კიდევ უფრო მეტი იყო.

„ჩემთვის საუკეთესო რონალდოა… ბრაზილიელი…, — უთხრა განსაკუთრებულმა LiveScore-ს, როდესაც ჰკითხეს, თუ ვინ არის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, — კრიშტიანუს და მესის ძალიან წარმატებული კარიერა აქვთ და ბოლო 15 წელიწადია მწვრვალზე არიან, მაგრამ, თუ ბუნებრივ ნიჭზე ვლაპარაკობთ, მაშინ ბრაზილიელის მჯობნი არავინ მეგულება. ამას მაშინ მივხვდი, როდესაც ის ბობი რობსონის „ბარსელონაში” თამაშობდა. მე მას ვუყურებდი და ვაღიარებდი, რომ ასეთი არავინ არასდროს მინახავს”.

რონალდომ კარიერაში უამრავი ტიტული მოიგო — უდიდესი ტიტულები. მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. სუპერ-კლუბებში ითამაშა, მაგრამ როდესაც მასზე ლაპარაკობენ, აუცილებლად ამბობენ სიტყვას „ნეტავ”.

მოურინიუ: „ტრავმებმა დაღუპა კარიერა, რომელიც კიდევ უფრო დიდი შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგრამ, 19 წლის ასაკში ის იმდენად ნიჭიერი იყო, რომ დაჯერებაც კი მიჭირდა.

თუ მხოლოდ ნიჭით შევადარებთ, მის წინააღმდეგ შანსი არავის აქვს”.

 

 

 

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.