ფორმულა 1-ს სეზონის დასრულებამდე 5 ეტაპიღა დარჩა და მაქს ფერსტაპენი 12 ქულით უსწრებს ლუის ჰემილტონს. კიდევ უფრო დიდია მისი ჰანდიკაპი დანარჩენ კონკურენტებთან. ასეთ დროს საქმეში ბინძური მეთოდები ერთვება ხოლმე – ხელოვნური ავარია კონკურენტთან, რაც ორივეს უქულოდ ტოვებს, მაგრამ ჰანდიკაპი ძალაში რჩება. სწორედ ამ ბინძური მეთოდების ეშინია ლუის ჰემილტონს და საკუთარი განცხადებით ერთგვარი პრევენცია გააკეთა. „იმედი…
მსგავსი ამბები ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. ლუის ჰემილტონი მეტისმეტად დიდი ფიგურაა მსოფლიო სპორტში საიმისოდ, რომ ახალი კონტრაქტი „მერსედესთან“ სამუშაო ატმოსფეროში გააფორმოს. ბუნებრივია, იყო შამპანურიც, საზეიმო მიღებაც და კიდევ ორწლიან უკიდეგანო მეგობრობაზე საუბრები. ჰემილტონი „მერსედესში“ 2013 წლიდან გამოდის და შვიდიდან ექვსი საჩემპიონო ტიტულიც ამ გუნდთან ერთად მოიგო. ჯერ უცნობია, ვინ იქნება ამ საჯინიბოს მეორე პილოტი….
ფორმულა 1-ს გერმანულმა საჯინიბო „მერსედესმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა ბრიტანელ ლუის ჰემილტონთან თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ. წინა კონტრაქტს ვადა დეკემბერში გაუვიდა, ახალი კი ერთწლიანი იქნება. პრინციპში, ჰემილტონს მიზნის მისაღწევად ერთი წელიც ჰყოფნის და ამ სეზონში ჩემპიონობისთვის არაფერს დაიშურებს. ბრიტანელი უკვე 36 წლისაა და ყველაზე ელიტურ ავტორბოლებში თითქმის მაქსიმუმს მიაღწია. მის ანგარიშზეა ყველაზე მეტი მოგებული გრან-პრი (95) და…
2013 წლის შემდეგ დევიდ ბექემს ამ რეიტინგში მყარად ეკავა პირველი საფეხური. საუბარია კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტი ფულის მშოვნელ ინგლისელ სპორტსმენთა რეიტინგზე. გავიდა ყოველწლიური დეკლარაციების შევსების ვადა და აღმოჩნდა, რომ ფორმულა 1-ს უპირობო ლიდერმა ლუის ჰემილტონმა ბექზის 244 მილიონ დოლარიან მაჩვენებელს ერთბაშად 29 მილიონით “გადააბიჯა”. გასულ წელს “მერსედესთან” გაფორმებული 50-მილიონდოლარიანი კონტრაქტის გარდა, ავტომრბოლმა 19 მილიონი სპონსორებისგან…
ელიტარული ავტორბოლის ქომაგებს მორიგი იმედი გაუცრუვდათ. „ფორმულა 1“-ს ოფიციალურ საიტზე გავრცელდა ცნობა, რომ 28 ივნისის საფრანგეთის გრან-პრი გაუქმებულია. მოგეხსენებათ, ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ივლისის შუა რიცხვებამდე გასამართი ყველა მასობრივი ღონისძიება აკრძალა. ეს სეზონის სტარტიდან გაუქმებული ან გადადებული მეცხრე რბოლაა. ჯერ კიდევ არის შანსია, გადარჩეს ბრიტანეთის გრან-პრი, მხოლოდ აუცილებლად უმაყურებლოდ გამართვის პირობით. ეს სტარტი 19 ივლისსაა…
სპორტის ყველა სახეობაში გასული ათწლეულის გმირების დასახელება გრძელდება. კალათბურთში გასული ათი წელიწადი უდავოდ ლებრონ ჯეიმსის იყო, კრივში ფლოიდ მეივეზერის, მძლეოსნობაში უსაინ ბოლტის, ფორმულა 1-ში ლუის ჰემილტონის, ფეხბურთში ლეო მესის… ჩოგბურთში დღეს ერთბაშად სამი მოქმედი ლეგენდაა და ვისიმე გამორჩევაც უფრო გემოვნების საქმეა, მაგრამ საკმარისია ციფრები მოვიშველიოთ და – რაღა თქმა უნდა, ნოვაკ ჯოკოვიჩი! სერბის სულ მოგებული…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes