სპორტის ყველა სახეობაში გასული ათწლეულის გმირების დასახელება გრძელდება. კალათბურთში გასული ათი წელიწადი უდავოდ ლებრონ ჯეიმსის იყო, კრივში ფლოიდ მეივეზერის, მძლეოსნობაში უსაინ ბოლტის, ფორმულა 1-ში ლუის ჰემილტონის, ფეხბურთში ლეო მესის…
ჩოგბურთში დღეს ერთბაშად სამი მოქმედი ლეგენდაა და ვისიმე გამორჩევაც უფრო გემოვნების საქმეა, მაგრამ საკმარისია ციფრები მოვიშველიოთ და – რაღა თქმა უნდა, ნოვაკ ჯოკოვიჩი! სერბის სულ მოგებული 16 სლემტიტულიდან 15 ამ ათწლეულზე მოდის. ნოვაკი ერთადერთია, ვისაც ოთხივე დიდი სლემი და ცხრავე მასტერსი აქვს მოგებული. 10 წლის განმავლობაში ნოვაკმა 730-დან 630 მატჩი (86,3 %) მოიგო, რაფაელ ნადალმა 576 (84 %), ფედერერმა კი 668 (83,7).
ნოვაკი ასევე პირველია რეიტინგის პირველ საფეხურზე გატარებული კვირების რაოდენობითაც – 275. მეორე ნადალია (158), მესამე კი ფედერერი (48). კარიერაში სერბმა სულ 139,4 მილიონი საპრიზო გამოიმუშავა, საიდანაც 125 მილიონი ამ ათწლეულზე მოდის.
თუმცა, ჩავარდნა მასაც ჰქონდა: 2016 წელს როგორც იქნა „როლან გაროსიც“ მოიგო და… მოტივაცია დაკარგა. დაშორდა მწვრთნელ მარიან ვაიდას და მის ადგილას ჯერ ანდრე აგასი მიიპატიჟა, მერე რადეკ შტეპანეკი. უნაყოფოდ. ნოვაკი მიხვდა, რომ კრიზისი ღრმავდებოდა და მწვრთნელად ვაიდა დააბრუნა, რადგან 2018-ში დიდ ჩოგბურთს ტრიუმფით დაბრუნებოდა. რაშია ნოვაკ ჯოკოვიჩის წარმატების საიდუმლო? შესაძლოა როჯერივით ზღაპრული ბექჰენდი არ აქვს, არც რაფასავით ჟინიანია, მაგრამ ჯანმრთელი ცხოვრების წესზე, სწორ კვებაზე, ფიტნესსა და იოგაზეა შეშლილი…
არავინ ეჭვობს, რომ სლემტიტულებით ნოლე მალე გადაასწრებს როჯერს (20), მერე კი 40 წლის ასაკამდე მშვიდად განაგრძობს დომინაციას. ის ხომ ჯერ მხოლოდ 32 წლისაა და ბოლო კომპლექსიც მოხსნილი აქვს – რაფა ნადალთან ურთიერთშეხვედრებში 28:26 დაწინაურდა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
