დიდი შანსია, როდესაც პრემიერლიგის შეწყვეტილი სეზონი განახლდება, გუნდებს თამაშში ხუთი ფეხბურთელის შეცვლის ნება დართონ.
რატომ მოუვიდათ ასეთი რამ თავში აზრად? იმიტომ, რომ თუკი ჩემპიონატი განახლდება, ფეხბურთელებს ხუთ ან ნაკლებ კვირაში ცხრა ტურის ჩატარება მოუწევთ, რაც მათი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
ამ საკითხზე პრემიერლიგის მწვრთნელები და ექიმები კარგა ხანია ფიქრობდნენ. ისინი განიხილავდნენ ფეხბურთელების დაცვის სხვადასხვა ვარიანტს. ხუთი შეცვლა კი ფიფას იდეაა. ცხადია, ლაპარაკია დროებით ზომაზე.
ახლა, მსოფლიო ფეხბურთის ბოსების წინადადებას ფეხბურთის წესებზე პასუხისმგებელი ოთხი ბრიტანული ფედერაცია განიხილავს. მათ შორის სეფე სიტყვა, რასაკვირველია ინგლისს ეკუთვნის, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია კი ვის დაეკითხება თუ არა პრემიერლიგას.
დაზუსტება: შეთავაზებულ ვარიანტში გათვალისწინებულია, რომ დროებითი წესის თანახმად ერთ შეხვედრაში ორმა გუნდმა შეიძლება ჯამში ათი შეცვლა განახორციელოს, რაც თამაშის დინამიკას გააფუჭებს. ამიტომ, განიხილავენ შეცვლებისთვის გამოყოფილი სამი ფანჯრის ვარიანტს — გუნდებმა ფეხბურთელები შეიძლება შეცვალონ, მაგალითად შესვენებისას ან თამაშის დროს სხვა მიზეზით წარმოქმნილი შეჩერების განმავლობაში.
ამბობენ, რომ თუ ახალი (დროებითი) წესი შემოიღეს, ის ყველა ქვეყნისთვის სავალდებულო არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ უეფამ ეროვნული ჩემპიონატების დასრულების ვადად 2 აგვისტო დათქვა, რადგან 7-19 აგვისტოს ჩემპიონთა და ევროპალიგების ჩატარება სურს.
დაგვეთანხმებით, შინ ნაჯდომი ფეხბურთელები უცბად, მართლა ძალიან დიდი დატვირთვის წინაშე დადგებიან.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე31/05/2026 | 07:52შეუჩერებელმა ხვიჩა კვარაცხელიამ არსენალის ოცნება მოკლა
სიახლეები30/05/2026 | 14:53საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
